მთავარ კონტენტზე გადასვლა
ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია
ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია

სამედიცინო წარმომადგენელი

ბათუმი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ3 ნახვა

აღწერა

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ იწვევს მიზანდასახულ და ენერგიულ კანდიდატებს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სამუშაოდ აჭარისა და გურიის რეგიონში.

ვაკანსია: სამედიცინო წარმომადგენელი
კომპანია: შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
სამუშაო ლოკაცია: აჭარა, გურია
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • სამიზნე აუდიტორიასთან (ექიმებთან და ფარმაცევტებთან) ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
  • კომპანიის პროდუქციის/მედიკამენტების შესახებ ამომწურავი სამეცნიერო ინფორმაციის პროფესიონალური წარდგენა და პრეზენტაცია;
  • ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგების (Reporting) დროული წარმოება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება (სავალდებულოა);
  • სამუშაო გამოცდილება: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
  • კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ფლობა საშუალო (Intermediate) დონეზე;
  • მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება (სავალდებულოა).

პიროვნული და პროფესიული უნარები:
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის სწორად მართვის, თვითორგანიზებისა და პუნქტუალურობის უნარი;

კომპანია გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას (კვარტალური ანაზღაურებით);
  • პროფესიულ განვითარებას: ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებს;
  • კორპორატიულ პაკეტს (მათ შორის სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფას).
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

განაცხადის გამოგზავნის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მოთხოვნები

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
მართვის მოწმობა: B

მსგავსი ვაკანსიები