
ანშენ ფარმა
სამედიცინო წარმომადგენლი
თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
7 საათის წინ96 ნახვა
აღწერა
ფარმაცევტული კომპანია შპს "ანშენ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და იმერეთის რეგიონში.
საშტატო განაკვეთი: სრული საშტატო განაკვეთი.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- მედიკამენტების პრეზენტაცია სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან.
- მედიკამენტების პრეზენტაცია ფარმაცევტებთან.
- მინი-კონფერენციების ორგანიზება სამედიცინო დაწესებულებებში.
- გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება.
- შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სავალდებულოა: MS Office (Word, Power Point, Excel).
- ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- უცხო ენები: ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
- ამავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
- შედეგზე ორიენტირებულობა.
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა.
- არაკონფლიქტურობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მუშაობის გრაფიკი:
სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე კვირაში, 10:00- დან 17:00 საათამდე.
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი საფოსტო რეკვიზიტების და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] .
"Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - "სამედიცინო წარმომადგენელი", თქვენი სახელი და გვარი და ქალაქი.
მოთხოვნები
ენები: ინგლისური, რუსული
მსგავსი ვაკანსიები



მ
თერაპევტი / ოჯახის ექიმიმედქეარი · თბილისი₾2 000-დან


