მთავარ კონტენტზე გადასვლა
ორბი ჯგუფი
ორბი ჯგუფი

სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ასისტენტი

ბათუმირემონტი, მშენებლობა
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 საათის წინ4 ნახვა

აღწერა

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია შპს „ორბი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროული და ეფექტური შესრულება;
  • შეხვედრების დაგეგმვა/კოორდინაცია და შესაბამისი კომუნიკაციის მართვა;
  • ოფიციალური წერილების, ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან და გარე მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • საჭიროებისამებრ წერილობითი და ზეპირი თარგმანის უზრუნველყოფა;
  • დოკუმენტაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება/კონტროლი;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პოზიციასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა);
  • MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ოპერატიულად მუშაობის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე ელფოსტის მისამართზე: [email protected] და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი СV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისშესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მო-ნაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე,თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით
ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები