
ჯიაიჯი ჰოლდინგი
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
თბილისირემონტი, მშენებლობა
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 საათის წინ11 ნახვა
აღწერა
„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი: სამშენებლო პროექტების სრული ციკლის ეფექტური მართვა და აღსრულება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
- პროექტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა და დადგენილი ბიუჯეტის კონტროლი;
- პროექტის ვადების განსაზღვრა, კალენდარული გარფიკის მომზადება;
- პროექტის ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსის განსაზღვრა;
- პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში პოტენციური რისკების ინდეტიფიცირება, შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- შესრულებული სამუშაოს შესაბამისობისა და ხარისხის რეგულარული მონიტორინგი;
- სამშენებლო გუნდთან და ყველა დაკავშირებულ მიმართულებასთან, (ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები, ქვეკონტრაქტორები და სხვა) აქტიური კოორდინაცია;
- ტექნიკური პერსონალის და სხვა დაქირავებული პირების ზედამხედველობა;
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კოორდინაცია;
- პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური რეპორტების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისათვის;
- პროექტის ბიუჯეტის ანალიზი და ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგება მენეჯმენტისათვის;
- სამშენებლო პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვა;
- სამშენებლო პროცესში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
- გუნდის ეფექტური მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური ან სამშენებლო მიმართულებით;
- პროექტის მართვის 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
- სამშენებლო სპეციფიკის ცოდნა;
- სამშენებლო რეგულაციების ცოდნა;
- სამშენებელო მიმართულებით დოკუმენტაციის ანალიზი;
- MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel და Power Point;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, მნიშვნელოვანია სამშენებლო დოკუმენტაციისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდთან ეფექტურად მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
- მდებარეობა: სათაო ოფისი - თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34; სამუშაო ობიექტის ადგილმდებარეობა განისაზღვრება პროექტის შესაბამისად.
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-VzvR2e
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 01.11.2026
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნები
ენები: ინგლისური, რუსული
მართვის მოწმობა: B
მართვის მოწმობა: B
მსგავსი ვაკანსიები



₾1 100-დან

