UPCO დეველოპმენტი ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.
სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც თქვენს ოცნებებს რეალობად აქცევს.
Upco Development აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
მოვალეობები:
• სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და კალენდარული გრაფიკის შემუშავება;
• სამუშაო პროცესის მართვა და შესრულების ვადების კონტროლი;
• შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო ნორმების შესაბამისად;
• მუშახელის, სამშენებლო მასალებისა და ტექნიკური რესურსების ეფექტიანი განაწილება და გამოყენების კონტროლი;
• საპროექტო ნახაზების შესაბამისად სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა;
• შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და ანგარიშგებების მომზადება;
• სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის სამუშაოთა წარმოების ჟურნალების აქტების მომზადება;
• სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული გადაჭრა;
• სამუშაო ჯგუფის ეფექტიანი მართვა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.