მთავარ კონტენტზე გადასვლა
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა

სამუშაოთა მწარმოებელი

გორიფაბრიკა, წარმოება
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 საათის წინ34 ნახვა

აღწერა

შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. გორი, ბერბუკის დასახლება

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური კოორდინაცია პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური მოთხოვნებისა და მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად;
  • ობიექტისთვის საჭირო რესურსების (ადამიანური რესურსი, მასალები, ტექნიკა და მექანიზმები) დაგეგმვასა და ეფექტიან გამოყენებაში მონაწილეობა;
  • სამშენებლო სამუშაოების პროგრესის, ვადებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
  • ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების, ხარისხის სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ფორმა №2-ის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
  • ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების კარგი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office-ისა და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Archicad) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა.

პირადი უნარ-ჩვენები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;


გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 22 ოქტომბრისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები