მთავარ კონტენტზე გადასვლა
სანატორიუმი წყალტუბო
სანატორიუმი წყალტუბო

სასტუმროს ადმინისტრატორი - წყალტუბო

წყალტუბოსასტუმრო, ტურიზმი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾600-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ8 ნახვა

აღწერა

სასტუმრო „პარკ რეზორტ წყალტუბო“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პოზიცია: სასტუმროს ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო. სასტუმრო „პარკ რეზორტ წყალტუბო“
ანაზღუარება: 600 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი, ყოველ მეოთხე დღეს

კომპანიის შესახებ:
სასტუმრო „პარკ რიზორტ წყალტუბო“ არის ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან და სტრესისგან გათავისუფლება ან უბრალოდ უქმეების სასიამოვნოდ გატარება, საკუთარი თავის განებივრება სურს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ბენეფიტები

ბონუსები:
საბონუსე სისტემა

მსგავსი ვაკანსიები