მთავარ კონტენტზე გადასვლა
სასტუმრო დოესი
სასტუმრო დოესი

სასტუმროს ტექნიკური და სამეურნეო თანამშრომელი

სრული განაკვეთი3-5 წელითბილისისასწრაფო
1 დღის წინ0 ნახვა

აღწერა

50-ნომრიანი სასტუმრო თბილისში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური და სამეურნეო თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროს ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;
  • ელექტროობის, სანტექნიკის, გათბობა-გაგრილების, კანალიზაციის, სახანძრო და სხვა სისტემების გამართულობის მონიტორინგი;
  • მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება — ნათურების, ონკანების, საკეტების, ავეჯის, ინვენტარისა და სხვა მცირე დაზიანებების შეკეთება ან შეცვლა;
  • ისეთი პრობლემის შემთხვევაში, რომლის დამოუკიდებლად მოგვარებაც შეუძლებელია, შესაბამისი ხელოსნის დროულად მოძიება, გამოძახება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და პრევენციული მოვლა;
  • სასტუმროს ავტომობილით რეგულარული მომარაგება — საუზმისთვის საჭირო პროდუქტების, საყოფაცხოვრებო და დასუფთავების საშუალებებისა და სასტუმროს ყოველდღიური მუშაობისთვის საჭირო სხვა პროდუქციის შეძენა და მოტანა.

მოთხოვნები

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ტექნიკური ან სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება;
  • ელექტროობის, სანტექნიკისა და ზოგადი ტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
  • მცირე სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სასტუმროში ან მსგავს ობიექტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები

სამუშაო გრაფიკი: 08:30–18:00

ავარიული ან ფორსმაჟორული ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში თანამშრომელს უნდა შეეძლოს სამუშაო საათების მიღმაც რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში გამოცხადება.

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სასტუმროს შესახებ:
https://www.booking.com/Share-iTD4byz

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV:
ან დაგვირეკეთ -

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები