მთავარ კონტენტზე გადასვლა
a
ana

სასწავლო-ტრენინგ ცენტრის კოორდინატორი(ქუთაისი)

ქუთაისიმედიცინა
სტაჟირება1-2 წელი

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ1 ნახვა

აღწერა

ქუთაისში სამედიცინო კომპანია აცხადებს სასწავლო-ტრენინგ ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას.

ქუთაისში სამედიცინო კომპანიაში იქმნება ახალი სამედიცინო სასწავლო-ტრენინგ ცენტრი, რომლის მიზანია ექიმებისთვის პროფესიული განვითარების, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნა.
ცენტრის განვითარებისთვის ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს ექიმებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებასა და ცენტრის პოპულარიზაციას.


მოვალეობები:
• ტრენინგების, სემინარებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
• ექიმებთან აქტიური კომუნიკაცია, მათთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და ტრენინგებში მონაწილეობის შეთავაზება;
• ტრენინგებზე მონაწილეთა მოზიდვა, რეგისტრაციისა და კომუნიკაციის პროცესის მართვა;
• ტრენერებთან და მოწვეულ სტუმრებთან ურთიერთობა და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
• ტრენინგების კალენდრისა და სამუშაო გრაფიკის შედგენა;
• ცენტრის სოციალური ქსელის მართვა, სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
• ცენტრის ცნობადობის გაზრდაზე, პოპულარიზაციასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების მოძიებაზე ზრუნვა;
• საჭიროების შემთხვევაში, Reels-ებისა და სხვა ვიდეოკონტენტის გადაღებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები

• ღონისძიებების, ტრენინგების ან პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
• მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების გამოცდილება;
• სოციალური ქსელების მართვისა და ვიდეოკონტენტის შექმნის უნარი;
• ინგლისური ენის ცოდნა.

სასურველი თვისებები:
• ადამიანებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
• ორგანიზატორული და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• საჭიროა იყოთ კარგი ინიციატორი,კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული.
• საჭიროა შეგეძლოთ გამართული მეტყველება და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• სოციალური ქსელების გამოყენების ცოდნა;
• გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ბენეფიტები

სამუშაო პირობები:
• თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლიათ იდეების რეალურ შედეგად ქცევა და გსურთ ახალი საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში მონაწილეობა, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.

• დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV [email protected] რომელშიც ასახული იქნება თქვენი სამუშაო გამოცდილება, ძირითადი უნარები და პროფესიული მიღწევები.

მსგავსი ვაკანსიები