მთავარ კონტენტზე გადასვლა
რედ ჰოტელ თბილისი
რედ ჰოტელ თბილისი

საუზმის მზარეული

თბილისიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
სრული განაკვეთი1-2 წელისასწრაფო
₾1 300-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

13 საათის წინ4 ნახვა

აღწერა

Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალში მდებარე 23 - ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება და ლამაზად გაფორმება უყვარს!

სამუშაო პირობები
● სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
● სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00–16:00
● ანაზღაურება: 1300 ლარი
● კვებით უზრუნველყოფა
● უნიფორმით უზრუნველყოფა
● დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები
● ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
● ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
● კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
● კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა ;
● მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
● სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
● სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
● სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები
● მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
● სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
● კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება სასურველია;
● სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
● გუნდში მუშაობის უნარი;
● ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე : [email protected] გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის მზარეული ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.

მსგავსი ვაკანსიები