E
რუსულენოვანი თარჯიმანიExpansion international group limited · თბილისიReed Hotel Tbilisi
საუზმის მზარეული
თბილისიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 400-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
1 დღის წინ25 ნახვა
აღწერა
Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ადამიანს საუზმის მზარეულის პოზიციაზე!
თუ გიყვართ გემრიელი კერძების მომზადება, ესთეტიკურად გაფორმება და სტუმრებისთვის სასიამოვნო დილის შექმნა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00–16:00
ანაზღაურება: 1400 ლარი
კვებით უზრუნველყოფა
უნიფორმით უზრუნველყოფა
დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები
- ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
- ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
- კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
- კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა ;
- მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
- სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
- სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
- სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად ;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე : [email protected]
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის მზარეული
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 549 152
მოთხოვნები
ენები: ქართული


