მთავარ კონტენტზე გადასვლა
ჯიბე ქეშ & ქერი
ჯიბე ქეშ & ქერი

საწყობის მენეჯერი

სრული განაკვეთი1-2 წელითბილისი
₾1 600 - ₾1 650 / თვე
17 საათის წინ0 ნახვა

აღწერა

კომპანია ჯიბე Cash & Carry, სართიჭალის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: სართიჭალა 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-17:00
ანაზღაურება - 1600 ლარი


საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
  • სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • „წითელი ნაშთები“-ს კონტროლი; („წითელი ნაშთების“ განმარტება მოცემულია დოკუმენტში „მაღაზიის მართვის პროცედურა“)
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. 

დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/gvpbAj2

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები