მთავარ კონტენტზე გადასვლა
ჯორჯიან ქარდი
ჯორჯიან ქარდი

საწყობის სპეციალისტი

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
სრული განაკვეთი1-2 წელისასწრაფო
₾1 800-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ

აღწერა

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს საწყობის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:
  •  სხვადასხვა ინვენტარის ( POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული
აქსესუარების) მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და გაცემა;
  •  საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და მონაცემების სასაწყობე პროგრამაში დროული ასახვა;
  •  მოთხოვნის შესაბამისად POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული მოძიება და დაკომპლექტება;
  •  საწყობში არსებული ინვენტარის პერიოდული ინვენტარიზაცია და ფაქტობრივ და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა;
  •  ინვენტარის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
  •  ტექნიკური თანამშრომლებისთვის საჭირო ინვენტარის დროული გადაცემა და დაბრუნებული ინვენტარის მიღება-აღრიცხვა;
  •  საწყობის ორგანიზებულობისა და მარაგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა;
  •  სასურველია საწყობის მართვის, მარაგების აღრიცხვის ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  •  მონაცემების დამუშავებისა და შეუსაბამობების გამოვლენის უნარი;
  •  დაკისრებული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

პიროვნული უნარები:
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
ანაზღაურება: 1800( Gross)
ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის 53


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურში მიუთითეთ „საწყობის სპეციალისტი“

 
გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები