ვაკანსია - საწყობის თანამშრომელი / სორტერი
ვეძებთ საწყობის თანამშრომლებს დიღმის მასივში მდებარე საწყობისთვის.
სამუშაო მოიცავს ამანათების სკანირებას, დახარისხებას და შესაბამის ადგილებზე განაწილებას. მძიმე ტვირთთან მუშაობა საჭირო არ არის.
სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი - დიღმის მასივი, თბილისი
• სამუშაო საათები - 14:00 - 19:00
• სამუშაო გრაფიკი - ყოველ მესამე დღეს
• ცვლის ხანგრძლივობა - 5 საათი
• ცვლის განმავლობაში გათვალისწინებულია 30 - წუთიანი შესვენება
• მუშაობა ხდება 2 - კაციან გუნდში
• ანაზღაურება - 450 ლარი ნეტი თვეში
ძირითადი მოვალეობები:
• ამანათების სკანირება
• ამანათების დახარისხება
• შესაბამის ზონებსა და ადგილებზე განაწილება
• სამუშაო პროცესში წესრიგისა და სიზუსტის დაცვა
• საჭირო ინფორმაციის სწორად დაფიქსირება
კანდიდატისგან გვჭირდება:
• პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ
• პუნქტუალურობა
• სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი
• აღნიშნული გრაფიკით სტაბილურად მუშაობის შესაძლებლობა მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში
• საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით სხვა გუნდის წევრის ჩანაცვლების შესაძლებლობა
საწყობში, სორტირებაში, ლოჯისტიკაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა.