მთავარ კონტენტზე გადასვლა
ბარაქა 2010
ბარაქა 2010

საწყობის თანამშრომელი / მძღოლი

თბილისიმძღოლი, კურიერი
სრული განაკვეთი1-2 წელისასწრაფო
₾1 500 - ₾2 000 / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

22 საათის წინ

აღწერა

შპს „ბარაქა 2010“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

 სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 140 (მაუდის ეზო)
 სამუშაო გრაფიკი: 09:00–19:00
 დასვენება: კვირაში 1 დღე

ანაზღაურება:

  •  ფიქსირებული ხელფასი — 1,500 ლარი;
  •  თანამშრომლის მიერ შესრულებული გადაზიდვების ღირებულების 1%;
  •  საშუალო ჯამური შემოსავალი — დაახლოებით 2,000 ლარი თვეში.

ძირითადი მოვალეობები:

  •  საქონლის მიღება, დალაგება და გაცემა;
  •  დატვირთვა-გადმოტვირთვაში მონაწილეობა;
  •  საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  •  სამშენებლო და სანტექნიკური პროდუქციის სწორად განთავსება;
  •  კომპანიის ავტომობილით საქონლის მომხმარებლებთან მიტანა;
  •  ჩაბარებული საქონლისა და ავტომობილის პასუხისმგებლობით მოვლა.

მოთხოვნები:

  •  მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  •  სამშენებლო მაღაზიაში ან საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  •  ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის გამოცდილება;
  •  ფიზიკური მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და პატიოსნება;
  •  გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც სამშენებლო ან სანტექნიკური მასალების ცოდნა და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
 
 ელფოსტა: [email protected]
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ბენეფიტები

ბონუსები:
თანამშრომლის მიერ შესრულებული გადაზიდვების ღირებულების 1%, საშუალო ჯამური შემოსავალი — დაახლოებით 2,000 ლარი თვეში

მსგავსი ვაკანსიები