მთავარ კონტენტზე გადასვლა
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural

საწყობში დამხმარე

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 500-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

20 საათის წინ1 ნახვა

აღწერა

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა, და ა.შ. 

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობში საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 / 12:00 – 21:00
დასვენების დღე: კვირაში 1 დღე

ფუნქცია მოვალეობები
  •  მიღებული პროდუქციის, ნედლეულის და დამხმარე მასალების ტრანსპორტიდან ჩამოტვირთვა / დასაწყობება;
  •  ნედლეულის და დამხამრე მასალების საწყობიდან წარმოებაში გადატანა;
  •  წარმოებაში დარჩენილი ნედლეულის და დამხმარე მასალების საწყობში გადატანა;
  •  მზა პროდუქციის, ჩამოსაწერი პროდუქციის და დამხმარე მასალების ტრანსპორტში დატვირთვა;
  •  სასაწყობე ფართის პერიოდულად თემატურად დალაგება შემუშავებული გეგმის მიხედვით.
  •  საწყობის ინვენტარიზაციაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
  •  საწყობიდან ჩამოსაწერი ნედლეულის ან და დამხმარე მასალების მომზადება ჩამოწერის პროცედურისათვის.
  •  სამაცივრე კამერების ტემპერატურული რეჟიმების შემოწმება .
  •  სამაცივრე კამერებში მუშაობის შემუშავებული წესების მკაცრი დაცვა.

უნარები
  •  გუნდური მუშაობის უნარი
  •  ყურადღებიანი
  •  პუნქტუალური
  •  ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, დაგვიკავშირდით ან გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე [email protected] და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.

მსგავსი ვაკანსიები