მთავარ კონტენტზე გადასვლა
Midea
Midea

სერვისის მიმღები ოპერატორი

სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშეთბილისი
₾1 200-დან / თვე
10 საათის წინ7 ნახვა

აღწერა

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემსერვისი“ - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.

შპს „ემსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას „სერვისის მიმღები ოპერატორის“ პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სერვის-ცენტრში შემოსული ყველა ტიპის (ფიზიკური/იურიდიული)მომხმარებლის მიღება.მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება,შეკვეთების დაფიქსირება.
  • სერვის-ცენტრში შემოსული დაზიანებული ტექნიკის მიღება,მომხმარებლისთვის თანხის გადახდის შემთხვევაში ანგარიშასწორების განხორციელება (სალარო აპარატზე გადახდის ქვითრის ამობეჭდვა)ნივთზე საჭიროებების განსაზღვა.
  • მყიდველის შეკვეთის საფუძველზე რეალიზაციის გაკეთება,საგადახდო დოკუმენტის მიბმა შეკვეთაზე.
  • შეკვეთების პროგრამაში /დაფიქსირება,შევსებული ქვითრის ამობეჭდვა და დაზიანებულ ნივთზე განთავსება, სახელოსნოში გადატანის უზრუნველყოფა.
  • ტექნიკური მენეჯერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაზიანებულ ნივთზე.
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.
  • მომხმარებლის და ტექნიკური მენეჯერის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველყოფა,შეკვეთის დახურვა და რეალიზაციის გატარება პროგრამაში,გახარჯული მასალის ჩამოწერა.
  • მომსახურების ინვოისის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის მის მიერ მიღებულ შეკვეთაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • 1C პროგრამის ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ანაზღაურება:
  • 1200 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:
  • კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;

სამუშაო ადგილი:
  • თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://midea.selfrecruit.ge/s/HXQr

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები