მთავარ კონტენტზე გადასვლა
stream
stream

სერვისის სპეციალიტი

ბათუმიხელოსანი, შეკეთება, მონტაჟი
სრული განაკვეთი1-2 წელი
₾1 500 - ₾2 000 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

19 საათის წინ

აღწერა

სერვისის სპეციალისტი

ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე, კომპანია - ელტეგისთვის, რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ლიფტების, ექსკალატორების, საპარკინგე სისტემების მონტაჟსა და სერვისს.

პოზიციზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტს, რომელიც მზად იქნება
პროფესიონალური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს, დროულად დაადგინოს და აღმოფხვრას შეფერხების მიზეზები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები:
• დანადგარების გეგმიური და ავარიული ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება;
• დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, პოტენციური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
• ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, დაზიანების მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება;
• ახალი ობიექტების დანადგარების ტექნიკური შემოწმება და სერვისზე გადმობარების პროცესში მონაწილეობა;
• სათადარიგო ნაწილებზე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მოთხოვნების მომზადება და მათი სპეციფიკაციების, ზომების, ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალური მასალის ზუსტად დოკუმენტირება;
• შესრულებული სამუშაოების შესახებ სერვის-რეპორტების, აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
• ლიფტის შახტებისა და ტექნიკური სივრცეების უსაფრთხო და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
• ტექნიკური მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება;
• ელექტრიკოსად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა;
• მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება;
• B კატეგორიის მართვის მოწმობა;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე [email protected] ან დამიკავშირდით ნომერზე: 577446447

მსგავსი ვაკანსიები