კომპანია ჯიბე Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე Horeca მიმართულებით.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 2300₾ ( გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვე - 2100 , II თვე - 2200 , III თვიდან - 2300 ) გამოსაცდელი 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ანაზღაურება 2600₾
ფუნქცია-მოვალეობები:
- დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება;
- დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება;
- მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
- ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება;
- ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე;
- სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით;
- შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა „აპექსის“ ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე:
[email protected]სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/yrarm11b