მთავარ კონტენტზე გადასვლა
სამერი ჯგუფი
სამერი ჯგუფი

შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾2 000-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 საათის წინ21 ნახვა

აღწერა

„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

ვინ ვართ ჩვენ:
  • „სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ „სამერი ჯგუფი“?
  • ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:
  • იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად;
  • ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის;
  • გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს;
  • მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან;
  • იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;

პოზიციის შესახებ
  • პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს კლიენტის სრული მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე: დაინტერესებიდან - საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამდე.

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • სოციალური ქსელებიდან შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა, კლიენტის დაინტერესება და კონვერსიის მხარდაჭერა
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია შოურუმში - დახვედრა და მოდელების წარდგენა
  • კარის სპეციფიკაციების ახსნა; ფერების, მასალებისა და დიზაინის არჩევაში კლიენტის მხარდაჭერა
  • განფასების მომზადება კლიენტისთვის სასურველი რაოდენობისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით
  • შეკვეთების გაფორმება და ხელშეკრულების მომზადება
  • თანხის ჩარიცხვის კონტროლი და მიღების დადასტურება
  • კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე
  • რემონტთან და კარ-ავეჯთან დაკავშირებულ ჯგუფებში აქტიური კომუნიკაცია

მოთხოვნები
  • გაყიდვების მიმართულებით, კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი)
  • კარ-ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
  • სოციალური ქსელებში აქტიურობის გამოცდილება, კლიენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით (აუცილებელი)
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელი)
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • შეთავაზების, პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი
  • ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო

პიროვნული თვისებები
  • კლიენტზე ორიენტირებული, ენერგიული და აქტიური
  • სწრაფად ადაპტირებადი
  • შემოქმედებითი და პრაგმატული კომუნიკაციაში
  • კომპლექსური გაყიდვების პროცესის მართვის უნარი

პირობები
  • ანაზღაურება: 2 000 ₾ +
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126

როგორ შეიტანოთ განაცხადი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: [email protected]
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „შოურუმის გაყიდვების მენეჯერი“

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები