მთავარ კონტენტზე გადასვლა
კოლხი ჯგუფი
კოლხი ჯგუფი

შოურუმის კონსულტანტი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 საათის წინ76 ნახვა

აღწერა

კოლხი ჯგუფი (https://kolkhigroup.ge/), რომელიც ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე (2 ვაკანსია)

მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 101;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი - 11:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:
  • შოურუმის ვიზიტორების დახვედრა და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ
  • პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების წესების დეტალური წარდგენა
  • მომხმარებლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება
  • შეკვეთების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება
  • შოურუმში პროდუქციის განლაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია
  • გაყიდვების და შიდა აქტივობების მხარდაჭერა შოურუმის მენეჯერთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პოზიტიური დამოკიდებულება
  • ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
  • სამშენებლო მასალების ან ინტერიერის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები – უპირატესობა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შოურუმის კონსულტანტი

მოთხოვნები

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები