მთავარ კონტენტზე გადასვლა

სპორტული მაღაზიის მენეჯერი/მოლარე

ბათუმისპორტი, გართობა
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾900-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.

1 დღის წინ14 ნახვა

აღწერა

სპორტული მაღაზია აცხადებს მოტივირებული და პასუხისმგებლიანი თანამშრომლების ვაკანსიას პოზიციებზე: მაღაზიის მენეჯერი/მოლარე-კონსულტანტი.

მაღაზიის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
  • თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების მონიტორინგი;
  • მარაგებისა და პროდუქციის აღრიცხვის კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა;
  • მაღაზიაში წესრიგისა და სამუშაო დისციპლინის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებისა და სალარო სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოლარე კონსულტანტი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების კონსულტაცია და მომსახურება;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • პროდუქციის განთავსება და მაღაზიაში წესრიგის დაცვა.
მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფეხბურთისადმი ინტერესი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

ანაზღაურება : 

  • კონსულტანტი - 900₾ + ბონუსი;
  • მენეჯერი - 1500₾.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ,ან დაგვირეკეთ მოთითებულ ნომერზე, მიუთითეთ სასურველი პოზიცია და მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ.

მსგავსი ვაკანსიები