მთავარ კონტენტზე გადასვლა
I
Irakli

სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი

თბილისისასტუმრო, ტურიზმი
სრული განაკვეთი1-2 წელი
₾1 000 - ₾1 000 / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

7 საათის წინ18 ნახვა

აღწერა

სასტუმრო "მზიური" აცხადებს ვაკანსიას სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორის პოზიციაზე.
მისამართი: ავლაბარი, თბილისის სამების საკათედრო ტაძარის მიმდებარედ
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; 

ძირითადი მოთხოვნები:

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

დეტალებისადმი ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღლი გრძნობა; გუნდურ შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა; გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!


მსგავსი ვაკანსიები