მთავარ კონტენტზე გადასვლა
ბეტა პრინტი
ბეტა პრინტი

ტექნიკოსი

ბათუმი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 300-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ6 ნახვა

აღწერა

შპს „ბეტა ჰოლდინგი“ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ
2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას – „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ – რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს!

სამუშაოს აღწერა
  • მანათობელი ყუთების, მოცულობითი ასოების და სხვადასხვა ტიპის გარე რეკლამის აწყობა, მონტაჟი და დემონტაჟი.
  • სტიკერებისა და ბანერების ხარისხიანი მონტაჟი და დემონტაჟი.

ძირითადი მოვალეობები
  • შემკვეთაზე დროული რეაგირება და შეკვეთის აწყობა მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
  • ობიექტზე გასვლა და პროდუქციის სწორი, უსაფრთხო მონტაჟის უზრუნველყოფა.
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ პროდუქტის ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება.
  • სამუშაო ხელსაწყოების მოვლა და მათზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო).
  • ტექნიკურ იარაღებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული და პროფესიული თვისებები
  • პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • სიახლეების სწრაფად ათვისებისა და გუნდში ადაპტაციის უნარი.

რას გთავაზობთ?
  • კომფორტულ, მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
  • ანაზღაურებას: 1300 ლარი + ბონუსი (საშუალო თვიური შემოსავალი: 1800 - 2500 ლარი).
  • პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობებს მუდმივად მზარდ ჰოლდინგში.

თუ აკმაყოფილებ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 599 32 42 51

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები