მთავარ კონტენტზე გადასვლა
თიბისი
თიბისი

თიბისის სტაჟირების პროგრამა - საინვესტიციო საბანკო ბიზნესი — TBC Capital

თბილისისტაჟირება
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშესასწრაფო

დამსაქმებელს საკონტაქტო ინფორმაცია არ მიუთითებია.

18 საათის წინ1 ნახვა

აღწერა

თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ;
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი

თუ ფინანსური ბაზრები, ინვესტიციები და დიდი ბიზნეს გადაწყვეტილებები გაინტერესებს, შემოგვიერთი TBC Capital-ში.

საინვესტიციო საბანკო ბიზნესი ტრადიციული საბანკო საქმიანობისგან განსხვავებული, დინამიკური მიმართულებაა. ჩვენი გუნდი მუშაობს ფინანსურ ინსტრუმენტებზე, აანალიზებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს და ეხმარება მომხმარებლებს ფინანსური მიზნების მიღწევაში.

ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მომხმარებლების წარმატებას საერთაშორისო საფინანსო ეკოსისტემასთან ინტეგრაციით.

ვის ვეძებთ?
ვეძებთ ფინანსური ბაზრებით, ინვესტიციებითა და გლობალური ეკონომიკით დაინტერესებულ სტუდენტს, რომელსაც უყვარს
ციფრებთან მუშაობა და რთული ინფორმაციის გაანალიზება.

რას გააკეთებ?
  •  მონაწილეობას მიიღებ ფინანსური ინსტრუმენტებისა და ბაზრების ანალიზში;
  •  გაეცნობი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისა და მსხვილი კორპორაციების საჭიროებებს;
  •  იმუშავებ საინვესტიციო პორტფელის შედგენასა და მართვაზე;
  •  შეისწავლი რისკების შეფასებისა და მართვის პრინციპებს;
  •  გაეცნობი გლობალურ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ტენდენციებს და მათ გავლენას ბაზრებზე.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
  •  სწავლობ ან დასრულებული გაქვს ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულება;
  •  ფლობ ინგლისურ ენას;
  •  გაქვს კარგი კომპიუტერული და ანალიტიკური უნარები;
  •  გაინტერესებს ფინანსური და გლობალური ბაზრები.
  •  უპირატესობად ჩაითვლება GPA 3+.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა |

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C4ttW

მსგავსი ვაკანსიები