სამედიცინო კომპანია ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი ზარების მიღება და პაციენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრა;
- კომპანიის სამედიცინო მომსახურებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
- გამოძახების ჩანიშნვა და ვიზიტის ოპტიმალური დროის შეთანხმება;
- გამოძახების დეტალების შესაბამისი ექიმისთვის ან ეკიპაჟისთვის გადაცემა;
- გამოძახებული ეკიპაჟის გადაადგილების კონტროლი GPS სისტემის საშუალებით;
- გამოძახების პროცესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთან, ექიმთან ან ეკიპაჟთან კომუნიკაცია;
- მომსახურების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად და დროულად დაფიქსირება;
- ინფორმაციის სისტემაში აღრიცხვა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- გამართული მეტყველება და ეფექტურიკომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- სტრესულ სიტუაციაში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სწრაფი აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ და მეგობრულ გუნდს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
ადგილმდებარეობა: თბილისი. დიდი დიღომი. ი.პეტრიწის 2.
სამუშაო გრაფიკი:
1) 22:00 – 10:00 (თვეში 20-21 მორიგეობა) [*პრიორიტეტი]
ანაზღაურება: 1500 ₾
2) 10:00-10:00 (24 საათიანი მორიგეობა) ანაზღაურება: 1 მორიგეობა 150 ₾
3) 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება) ანაზღაურება: 1500 ₾
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
[email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.