Tempel Travel Caucasus
ტურ-მენეჯერი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშეთბილისი
₾2 300-დან / თვე
4 საათის წინ88 ნახვა
აღწერა
ტურისტული კომპანია „თემფელ თრეველ კავკასუს“, რომელიც შემომყვანი (Incoming) ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, ეძებს ტურ-მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფური ტურების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ჯავშნების მიღება და დამუშავება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით;
- კომუნიკაცია ადგილობრივ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან;
- ჯავშნებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
- ტურის დაწყებამდე ყველა საჭირო სერვისის დროული დაჯავშნა;
- ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება და გაფორმება;
- პროექტის დასრულების შემდეგ გაწეული სერვისების შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსურ პროგრამაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ტურისტულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა — ზეპირი და წერითი კომუნიკაციის საშუალო დონეზე;
- საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ღირსშესანიშნაობების, კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების ცოდნა;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი — 09:00–17:00;
შაბათი — ონლაინ მუშაობა;
დასვენების დღე — კვირა.
ანაზღაურება: 2300 ₾ — ფიქსირებული ხელფასი.
სამუშაო ადგილი:
თბილისი, ც. დადიანის ქ. 7, ქარვასლა ბიზნეს პლაზა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გელოდებით თქვენს CV-ს!
მოთხოვნები
ენები: ინგლისური, რუსული


