მთავარ კონტენტზე გადასვლა
Meet in Georgia
Meet in Georgia

ტურისტული პროდუქტის განვითარების / გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 საათის წინ4 ნახვა

აღწერა

ტურისტული კომპანია Meet in Gergia აცხადებს ვაკანსიას ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (Prduct & Sales Manager).

Meet in Gergia არის საქართველოში მოქმედი შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება უცხოელ ტურისტებს საქართველოში, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან.

თუ გაინტერესებთ ტურიზმის სფერო, გიყვართ მოგზაურობა, ფლობთ შესაბამის უცხო ენებს და გსურთ პროფესიული განვითარება საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტურიზმის, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით, განსაკუთრებით უცხო ენების, ისტორიის ან კულტურის სპეციალობით;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერა და საუბარი);
  • გერმანული ან/და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, მინიმუმ B2ის დონე). ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
  • ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, გაანალიზების, გაფილტვრისა და დამუშავების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, პასუხისმგებლობის აღებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პროაქტიულობა, ახალი იდეების განვითარებისა და ტურისტული პროდუქტების კომერციულად შეფუთვის უნარი;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის გამოცდილება. საზღვარგარეთ მოგზაურობის ან ცხოვრების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი;

სამუშაო საათები:
  • აპრილი – ოქტომბერი: 09:30–18:00 (პარასკევს 17:00მდე);
  • ნოემბერი – მარტი: 10:00–17:00 (პარასკევს 16:00 სთმდე);
  • შესვენება: 13:00 -14:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები
  • უცხოელი პარტნიორებისა და ინდივიდუალური კლიენტებისთვის ტურისტული პროგრამების შემუშავება, შეთავაზება და შესაბამის ენაზე წარდგენა;
  • პოტენციურ და არსებულ პარტნიორ კომპანიებთან, ასევე პირდაპირ კლიენტებთან საქმიანი კომუნიკაცია;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება;
  • არსებულ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება, მათი საჭიროებების შესწავლა და უკუკავშირის მიღება;
  • ახალი ტურისტული პროდუქტებისა და პროგრამების შემუშავება, შესაბამისი კვლევისა და მოკვლევის ჩატარება;
  • ტურისტული პროგრამების ხარისხის, სიზუსტისა და სრულყოფის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგებში მონაწილეობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • სასიამოვნო და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე ოფისში (გიორგი ათონელის ქ. №23);
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაცნობით და სამუშაო ვიზიტებს ტურისტული ობიექტებისა და ადგილობრივი პარტნიორების უკეთ გაცნობის მიზნით;
  • პროფესიული განვითარებისა და დარგობრივ ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებად ყოველწლიურ შვებულებას – 24 სამუშაო დღეს;

ყოველთვიურ ანაზღაურებას (ხელზე ასაღები):
2,200–2,500 ლარი – გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის შემთხვევაში;
1,600–1,800 ლარი – ერთერთი უცხო ენის, გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, ენობრივი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი პერიოდის (3 თვე) განმავლობაში ანაზღაურება იქნება შემდგომი ხელფასის ოდენობაზე 200 ლარით ნაკლები.

დამატებითი ბონუსი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს:
პარტნიორებისგან მიღებული შეკვეთების ზრდას;
ახალი პარტნიორების მოზიდვას.

გთხოვთ, გაეცნოთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: [email protected], არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.

წერილის სათაურში მიუთითეთ: „ვაკანსია – ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიცია“.

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, გერმანული

მსგავსი ვაკანსიები