სატრანსპორტო კომპანია "კარგოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.(სახმელეთო მიმართულებით)
კომპანიის ვებ-გვერდი: https://cargohub.ge/
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი;
** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
** კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** შეკვეთასთან არსებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**აუცილებელია ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება;
** აუცილებელია თურქული ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
** სატრანსპორტო კომპანიაში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
[email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!