მთავარ კონტენტზე გადასვლა
Terraiberia
Terraiberia

უძრავი ქონების აგენტი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სტაჟირებაგამოცდილების გარეშე
₾2 000 - ₾5 000 / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ

აღწერა

კომპანია "Terraiberia" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების რეალტორის თანამდებობაზე. 

გამოცდილება აუცილებელი არ არის.  
ადგილზე შევასწავლით საქმიანობას, რომელიც თქვენს  მოვალეობებშიც შევა.   
უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი

  • კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
  • ობიექტების ჩვენება, პრეზენტაცია და დეტალური ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მყიდველებისთვის ან დამქირავებლებისთვის;
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა – მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება და ტრანზაქციების მხარდაჭერა;
  • უძრავი ქონების ბაზარზე არსებული შეთავაზებების მუდმივი განახლება და ბაზის მართვა;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ონლაინ პლატფორმებზე განცხადებების განთავსება;
  • კომპანიის სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  •   უმაღლესი განათლება სავალდეულო არ არის;
  • კომუნიკაბელურობა და ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფი სწავლის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერა, უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა. 
უპირატესობები და სარგებელი:
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • უძრავი ქონების სფეროში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენა.

ბენეფიტები

ბონუსები:
ხელფასი არ არის ფიქსირებული.

მსგავსი ვაკანსიები