მთავარ კონტენტზე გადასვლა
KEYPOINT
KEYPOINT

უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი

სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშეთბილისი
4 საათის წინ23 ნახვა

აღწერა

"KEYPOINT“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე!

თუ ეძებ დინამიკურ, შედეგზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც შენი შრომა და ამბიცია ღირსეულად ფასდება — ჩვენი გუნდი სწორედ შენ ელოდება!

„KEYPOINT“ იწვევს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ კადრებს უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით. ჩვენთან იპოვი პროფესიონალთა მხარდაჭერას, უფასო სწავლებას, განვითარების რეალურ შესაძლებლობასა და კომფორტულ სამუშაო პირობებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
  • შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება;
  • ობიექტების განთავსება/განახლება (პროცესი მაქსიმალურად მარტივია ჩვენი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სწავლისა და პროფესიული ზრდის მუდმივი სურვილი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და განსაკუთრებული პუნქტუალურობა;
  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება და უცხო ენების ცოდნა.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • მაღალ ანაზღაურებას: სრულად გამომუშავებაზე (მოტივაციური და მაღალი საკომისიო სისტემა);
  • სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას: სამუშაო ლეპტოპი და კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო მგზავრობის ბარათს;
  • შიდა წამახალისებელ გათამაშებებსა და ბონუსებს საუკეთესო შედეგებისთვის;
  • დამატებით 2 უქმე დღეს (Day Off) თვეში (სტანდარტულ დასვენების დღეებთან ერთად);
  • სპეციალურ პროგრამას განცხადებების უსწრაფესად და კომფორტულად ასატვირთად;
  • თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს გამოცდილი გაყიდვების მენეჯერებისგან (სრულ სწავლებას ნულიდან);
  • თბილ, მეგობრულ და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: სრული განაკვეთი (11:00 – 18:00), კვირაში 5 დღე.
  • დასვენება: შაბათი-კვირა, + ყველა ოფიციალური უქმე დღე.
  • მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, საირმის ქუჩა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტორულ მისამართზე : [email protected]

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნები

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები