მთავარ კონტენტზე გადასვლა
BlueTabla
BlueTabla

წარმოების თანამშრომელი / კერამიკის გაფორმება

თბილისიფაბრიკა, წარმოება
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 200 - ₾1 700 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 საათის წინ22 ნახვა

აღწერა

“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის - კერამიკის გაფორმება (დასტიკერება) პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ: სამუშაო მოიცავს მზა დეკალების დატანას კერამიკულ ნაკეთობებზე წინასწარ დამტკიცებული ვიზუალებისა და მეთოდის მიხედვით. პოზიცია არ მოიცავს ხელით მოხატვას ან დიზაინის შექმნას — ეს ტექნიკური, წარმოებითი პროცესია.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1200-1700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140

ჩვენ გთავაზობთ:
  • მოწესრიგებულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;

მოთხოვნები:
  • სასურველია წარმოებაში ან ხელსაქმის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მონოტონურ სამუშაოზე კონცენტრირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:
  • დეკალების/სტიკერების გამოჭრა;
  • კერამიკული ნაკეთობების გაფორმება (დასტიკერება);
  • ხარისხის კონტროლი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე [email protected] ან შეავსეთ ფორმა ვაკანსია-საწარმოს თანამშრომელი – Fill out form
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “კერამიკოსი”

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები