Skip to main content
მარგიო
მარგიო

ბუღალტერი

თბილისიბუღალტერია, ფინანსები
Full-timeNo experience
₾1,400 - ₾2,500 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 hours ago12 views

Description

კომპანია „მარგიო“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - 2 ვაკანსია

„მარგიო“ - საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს ორ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ბუღალტერს.

სამუშაო ადგილები:
ნატახტარი - 1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
თბილისი, ევროპის ჩიხი №10, აეროპორტის ხიდებთან -1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია მეტრო „სამგორიდან“.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
  • შესყიდვების, რეალიზაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
  • სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და კონტროლი;
  • საბანკო და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, პარტნიორებთან ნაშთების შედარება;
  • მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • წარმოების ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში მონაწილეობა;
  • იმპორტის ოპერაციებისა და საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამისა და Excel-ის კარგი ცოდნა;
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადების დაცვა;
  • უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: 1 400 - 2 500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი:
„ბუღალტერი - ნატახტარი“ ან „ბუღალტერი - ,,თბილისი“.
საკონტაქტო ნომერი: +995 574 88 02 35

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs