
Miniso
დაცვის ოფიცერი
ბათუმიდაცვა, უსაფრთხოება
Full-timeNo experience
From ₾1,500 (see listing for pay period)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
2 hours ago23 views
Description
მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 26 მაღაზიით არის წარმოდგენილი.
"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე სხვადასხვა დარღვევისა და ინციდენტის დროული აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
- ობიექტის, თანამშრომლების, მომხმარებლებისა და კომპანიის ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- საეჭვო პირების ან სიტუაციების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტიდან გაყვანა;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა და პრევენცია;
- დარღვევებისა და ინციდენტების სათანადოდ დაფიქსირება და შესაბამისი ჩანაწერების/დოკუმენტაციის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში პოლიციასთან, სახანძრო სამსახურთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- სამართალდარღვევის ან სხვა ინციდენტის შემთხვევაში პოლიციის დროული ინფორმირება, შემთხვევის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება და საქმის შემდგომი წარმოების პროცესში მონაწილეობა;
- უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მოთხოვნები:
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- თავაზიანი;
- დისციპლინირებული;
სამუშაო პირობები:
- კვირაში 6 სამუშაო დღე; 40 სამუშაო საათი კვირაში;
- გრაფიკი: ცვლებში;
- ანაზღაურება 1500 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;
თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV.
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/UB2ShQ4d
Requirements
ენები: ქართული
Similar jobs



თ
დაცვათ.ჯ.axlidan24 · თბილისიFrom ₾80
