Skip to main content
თ
თბილი სახლი ექსპრეს

ინტერიერის დიზაინერი

თბილისიხელოვნება, მეცნიერება
Full-timeNo experience
₾1,200 - ₾1,500 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 hours ago27 views

Description

„თბილი სახლი ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინტერიერის დიზაინერი (Junior)

ჩვენ შესახებ
„თბილი სახლი ექსპრესი“ საინჟინრო-სამშენებლო კომპანიაა. ჩვენი საინჟინრო გუნდი ინტერიერის დიზაინზე MEP სისტემებს აპროექტებს, ხელოსნები კი ამ ნახაზებს ყველა მიმართულებით ახორციელებენ. სარემონტო ჯგუფები ინტერიერს სრულად ასრულებენ, განათებიდან და შპალერიდან ავეჯამდე.
ახლა ვქმნით ინტერიერის დიზაინის მიმართულებას და ვეძებთ მოტივირებულ დიზაინერებს, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან.სამუშაო ადგილი:
თბილისი , საბურთალო, შარტავას ქუჩა

სამუშაო გრაფიკი:
10:00 – 18:00
1 საათიანი შესვენება

ანაზღაურება:
1200 ლარი (ნეტ) გამოსაცდელი ვადის პერიოდში, შემდეგ — 1,500 ₾ (ნეტ);
ბონუსი დასრულებული პროექტებიდან — პირველივე თვიდან

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტთან შეხვედრები: მოთხოვნების გარკვევა, იდეების წარდგენა და შენიშვნების ასახვა;
  • ობიექტის აზომვა, ფუნქციური გეგმარება და ავეჯის განლაგება;
  • კონცეფციისა და მუდბორდის მომზადება;
  • 3D მოდელირება და ფოტორეალისტური რენდერები;
  • სამუშაო ნახაზები: გეგმები, კედლების განშლები, ჭერისა და განათების გეგმა, როზეტებისა და ჩამრთველების გეგმა, ფილის განლაგება, ინდივიდუალური ავეჯის (სამზარეულო, კარადები) ნახაზები;
  • სპეციფიკაცია: მოსაპირკეთებელი მასალები, სანათები, შპალერი, ავეჯი, ტექსტილი, სანტექნიკა — რაოდენობით, კოდით, მომწოდებლითა და ფასით;
  • საინჟინრო (MEP) გუნდთან და სარემონტო ჯგუფებთან კოორდინაცია;
  • ობიექტზე ვიზიტები და საავტორო ზედამხედველობა რეალიზაციისას;

მოთხოვნები:
  • ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის მიმართულებით განათლება — უმაღლესი, პროფესიული ან შესაბამისი სერტიფიცირებული კურსი. განიხილებიან ბოლო კურსის სტუდენტებიც;
  • პორტფოლიო — შესაძლებელია სასწავლო და პირადი პროექტების წარმოდგენაც;
  • AutoCAD-ის ან ArchiCAD-ის ცოდნა სამუშაო ნახაზების მომზადების დონეზე;
  • Revit-ის ცოდნა ან მისი შესწავლის მზაობა
  • 3D მოდელირებისა და რენდერის პროგრამებიდან ერთ-ერთის ცოდნა: 3ds Max + Corona/V-Ray ან SketchUp + Enscape/D5 Render;
  • Photoshop-ის საბაზისო ცოდნა;
  • განვითარებული ესთეტიკური ხედვა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაო ვადების დაცვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ განვითარებას;
  • თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილ საინჟინრო და სარემონტო გუნდებთან თანამშრომლობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და [email protected]
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ინტერიერის დიზაინერი (Junior)“.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე:[email protected] და [email protected]

Requirements

ენები: ინგლისური, რუსული

Similar jobs