Skip to main content
მეტეორი
მეტეორი

შესყიდვებისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინატორი

თბილისი
Full-timeNo experience
From ₾1,500 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 hour ago29 views

Description

შპს „მეტეორი“ 2006 წლიდან საქმიანობს კვების პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს კარაქისა და რძის ფხვნილის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.


კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;

  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი შესყიდვების პროცესის განხორციელება კომპანიის შიდა შესყიდვების პროცედურების შესაბამისად;

  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივის მართვა;

  • კომპანიის მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია;

  • ოფისისთვის საჭირო მცირე შესყიდვების ორგანიზება;

  • საოფისე ყოველდღიური საკითხების კონტროლი;

  • დირექტორის მითითებით სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);

  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;

  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №6 (კონიაკის დასახლება);

  • ანაზღაურება: 1 500 ლარი.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995551393338

Requirements

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

Similar jobs