სს "გომის სპირტისა და არყის კომპანია" ეძებს პასუხისმგებლობიან და პროფესიონალ ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სპირტის წარმოების ლაბორატორიის ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის კონტროლს.
სამუშაო ადგილი: ხაშური, გომი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ვალდებულებები:
- ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ლაბორატორიული კონტროლის უზრუნველყოფა;
- სპირტისა და წარმოების სხვა პროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა;
- სპირტისა და წარმოების სხვა პროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების
- განსაზღვრა;
- ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება დამტკიცებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი ტექნიკურ რეგლამენტებთან, სტანდარტებთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულობის, კალიბრაციისა და ტექნიკური მომსახურების კონტროლი.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ქიმიის, ბიოქიმიის, კვების ტექნოლოგიის, ფარმაციის ან მონათესავე მიმართულებით;
- ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება
- (სპირტის, ალკოჰოლური სასმელების, კვების ან ქიმიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- სურსათის უვნებლობის HACCP, ISO 22000, FSSC სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე:
[email protected] და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!