Skip to main content
Cool Club
Cool Club

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
Full-timeNo experience
From ₾1,000 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

8 hours ago5 views

Description

Fami Group Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

ლოკაცია: თბილისი მოლი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მიზანი:
  • გაყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელია მაღაზიაში მომხმარებელთა მომსახურებაზე, პროდუქციის რეალიზაციაზე და სალაროს ოპერაციებზე, მაღალი ხარისხის სერვისის სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიის დროულად გახსნა და დახურვა;
  • მომხმარებლის კონსულტაცია და დახმარება პროდუქტის შერჩევაში;
  • გაყიდვების განხორციელება და სალაროს ოპერაციების შესრულება;
  • ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება;
  • პროდუქციის განთავსება, შევსება და ფასების განახლება;
  • სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა სავაჭრო დარბაზში;
  • ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება (Z-რეპორტი);
  • მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • მოქმედი აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება მომხმარებლებისთვის;
  • შიდა სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
  • საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი სასურველია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, 1C);
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სისუფთავე და დეტალებზე ყურადღება;
  • პოზიტიური დამოკიდებულება.

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბრენდთან;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში არის გამოსაცდელი ვადა, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს (ხელზე ასაღები).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე [email protected]

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs