კასატრეიდი აცხადებს ვაკანსიას: საშუალო Android დეველოპერის - Android Developer (Middle) პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისი, ოფისიდან
გრაფიკი: სრული განაკვეთი, მოქნილი სამუშაო საათები
შემოუერთდი „კასატრეიდის“ გუნდს - შექმენი ტექნოლოგიური მომავალი!„კასატრეიდი“ არ არის მხოლოდ კომპანია - ჩვენ ვართ ტექნოლოგიური ლიდერები GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემების სფეროში. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად სარგებლობენ ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესები.ჩვენთან დაგხვდება გარემო, სადაც ინოვაცია ყოველდღიურობაა, ხოლო შენი იდეები - რეალური პროდუქტის საფუძველი.კასატრეიდი” საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ კარიერულად და პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ ჩვენს გუნდთან ერთად. თუ თქვენ უკვე ხართ პროფესიონალი, მაშინ მოგეცემათ უნიკალური შანსი მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.რატომ „კასატრეიდი“?- შექმენი „Made in Georgia“ პროდუქტი: გახდი იმ გუნდის წევრი, რომელიც ქმნის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.
- ტექნოლოგიური მრავალფეროვნება: ჩვენთან გექნება უნიკალური შანსი იმუშაო როგორც სოფტ, ასევე ჰარდ სისტემებთან (STM, Atmega, Raspberry).
- პროფესიული განვითარება: თუ დამწყები ხარ, ჩვენთან პროფესიონალად ჩამოყალიბდები; თუ უკვე ექსპერტი ხარ - მოგცემთ სრულ თავისუფლებას შენი პოტენციალის რეალიზებისთვის.
- მასშტაბური გამოცდილება: მიიღებ ფასდაუდებელ ცოდნას დიდ მონაცემთა ბაზებთან (Big Data) მუშაობის პროცესში.
- დაინახე შენი მუშაობის შედეგი: შენ შექმნი სისტემებს, რომლებიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას და რომლებსაც შენი მეგობრებიც კი გამოიყენებენ.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ Android დეველოპერს ჩვენი მობილური აპპ-ების განვითარებისთვის. თქვენ იმუშავებთ აპლიკაციებზე, რომლებიც დაკავშირებულები არიან GPS ტრეკერებთან, საგადახდო სისტემებთან და IoT სენსორებთან. ეს პოზიცია მოითხოვს Android OS-ის ღრმა ცოდნას - არა მხოლოდ UI/UX ნაწილის, არამედ Background სერვისების, Hardware-თან კავშირისა და მონაცემთა ლოკალური შენახვის პრინციპების გაგებას. ძირითადი მოვალეობები:- მაღალეფექტური Android აპლიკაციების დაპროექტება და შემუშავება.
- მოწყობილობებთან ურთიერთქმედების იმპლემენტაცია Bluetooth, NFC და USB ინტერფეისების მეშვეობით.
- მუშაობა Background სერვისებსა და რეალურ დროში მონაცემთა დამუშავებაზე (GPS მონიტორინგი).
- აპლიკაციების წარმადობის, ხარისხისა და მდგრადობის უზრუნველყოფა.
- ბექენდ გუნდთან (Java/PHP) თანამშრომლობა API-ების დაპროექტების პროცესში.
- კოდის ხარისხის კონტროლი Unit ტესტირებისა და Code Review-ს მეშვეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი (Middle) Android დეველოპმენტის მიმართულებით.
- ენები: Kotlin-ის მაღალ დონეზე ფლობა და Java-ს კარგი ცოდნა.
- Android SDK: Android Architecture Components (MVVM/MVI), Jetpack და Coroutines-ის ღრმა ცოდნა.
- Persistence: Room, SQLite ან სხვა ლოკალურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
- ქსელი და უსაფრთხოება: RESTful API, WebSockets და მონაცემთა უსაფრთხო დამუშავება.
- Hardware: Bluetooth/BLE, NFC ან გარე მოწყობილობებთან ინტეგრაციის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
- UI/UX დიზაინერთან კოლაბორაციის გამოცდილება
- ინსტრუმენტები: Git, CI/CD და Gradle-ის ფლობა.
სასურველია (ჩაითვლება პლუსად):- Jetpack Compose-თან მუშაობის გამოცდილება.
- C/C++ (NDK) ცოდნა სისტემურ დონეზე ინტერაქციისთვის.
- Google Maps API და ლოკაციური სერვისების ოპტიმიზაციის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით;
- მენტორშიფი და ზრდა: შესაძლებლობა მართოთ მობილური მიმართულება და ჩამოყალიბდეთ გუნდის ლიდერად;
- მოქნილი გრაფიკი და კომფორტული სამუშაო გარემო;
- სტაბილურობა: მუშაობა გრძელვადიან და განვითარებად პროდუქტზე.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] P.S. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ „subject”-ში „Middle Android Developer“.