დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
7 hours ago9 views
Description
საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე.
ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
პროექტის ფარგლებში გასაცვლელი დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით;
პროექტის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და სხვა მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
სინქრონული თარგმანი შეხვედრების დროს (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით);
თარგმნილი დოკუმენტების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირება;
ხელმძღვანელის ან დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების თარგმნა;
დოკუმენტაციის თარგმნა პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას;
საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაო ჯგუფთან ერთად გასვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალურად და წერილობით);
თარგმნის გამოცდილება ტექნიკურ ან საინჟინრო კონტექსტში (უპირატესობად ჩაითვლება);
პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ;
მოქნილობა და სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე სწრაფად ადაპტაციის უნარი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.