ეუროლიფტი არის, შპს ეუროლიფტ, საიდენტიფიკაციო კოდი: 427724242 კომპანია EUROLIFT 2007 წლიდან არსებობს და ThyssenKrupp Elevator -ის ოფიციალური პარტნიორია. უმოკლეს ვადაში ჩვენ შევძელით მივაღწიოთ საიმედო პროფესიონალების რეპუტაციას ლიფტების სფეროში. დღეს დღეობით EUROLIFT გთავაზობთ ლიფტების, ექსკალატორების, ტრავოლატორების და უნარშეზღუდული ადამიანებისათვის ამწე მოწყობილობების ჩამოტანას, მონტაჟს,ჩაბარება და შემდგომ მომსახურებას. ჩვენ ვახდენთ ლიფტების მონტაჟს სხვადასხვა ტიპის შენობებში, ადგილობრივი და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. კომპანიის არსებობის მანძილზე, ჩვენმა მაღალკვალიფიციურმა თანამშრომლებმა წარმატებით შეასრულეს სახლემწიფო და კომერციული პროექტები.
ჩვენს საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის იაპონური კერძების დამზადება და რეალიზაცია. ჩვენი მთავარი უპირატესობაა ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდმი ფასები და ორიგინალური, ნამდვილი გემო. ჩვენი მიზანია ქართულ ბაზარზე დავამკვიდროთ ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების მოხმარების კულტურა, რომელთა დასამზადებლად გამოყენებული ყველა ინგრედიენტი არის 100% ნატურალური, ხელოვნური დანამატების გარეშე. ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს: ჩვენი მზარეულების საზღვარგარეთ მუშაობისას მიღებული 15 წლიანი გამოცდილება, რაც საშუალებას გვაძლევს ბაზარზე დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი. ჩვენი პროდუქციის დამზადებისას გამოყენებული ყველა ინგრედიენტი არის სპეციალურად შერჩეული და სერტიფიცირებული. ვაპირებთ მოვახდინოთ ბაზარზე არსებული მაღალი ფასების კორექტირება რაც საშუალებას მოგვცემს პროდუქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო მასებისათვის. ვახორციელებთ მომხმარებლის ინფორმირებას იმის შესახებ თუ რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ჯანსაღი საკვები, მათ შორის სუში და სხვა იაპონური კერძები ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით.
ჩვენი მისიაა გავაფართოვოთ მოზარდების თვალსაწიერი, აღვჭურვოთ ისინი შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, შევუვსოთ ის ვაკუუმი, რომელიც არსებობს არგუმენტირებული დებატების, სააზროვნო მასალის და საკუთარი თვითგამოხატვის მიმართულებებით, და ბიძგი მივცეთ თითოეული ბავშვის აზროვნების თავისუფლებას, რაც საკვანძოა მათი შემდგომი განვითარებისთვის და როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული წარმატებისათვის ზრდასრულ ცხოვრებაში.
გეიმ ზონა არის, შპს GAME ZONE,საიდენტიფიკაციო კოდი:404869344 ჩვენი ვებ გვერდია: Gamezone.ge მაღაზია Game Zone არის თქვენი მეგობარი სათამაშო კონსოლებისა და თამაშების სამყაროში! აქ დაგხვდებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემო,კვალიფიციურო კონსულტანტები და თამაშების ყველაზე დიდი არჩევანი. გვესტუმრეთ და იმეგობრეთ ჩვენთან !
ომპანიის შესახებკომპანია "ჯიპ-რენტი" მანქანების გაქირავებისა და სატრანსპორტო მომსახურეობის კომპანიაა. “ჯიპ-რენტი” წლების განმავლობაში სთავაზობს სრულ სატრანსპორტო მომსახურეობის პაკეტს უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებელს. "ჯიპ-რენტი" გთავაზობთ: ავტომობილების გაქირავებას, როგორც მძღოლით ასევე მძღოლის გარეშე ჯიპ ტურებსა და ექსკურსიებს მთელი წლის განმავლობაში თბილისის აეროპორტში დახვედრა / გაცილება დელეგაციების მომსახურება სასტუმროებისა და ავია-ბილეთების დაჯავშნა ჩვენი კლიენტებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში ჩვენი ავტომობილები დაზღვეულია საუკეთესო სადაზღვევო პირობებით, რომელი პაკეტიც ასევე მოიცავს მგზავრთა დაზღვევასაც. ჩვენი მძღოლები პერიოდულად გადიან სპეციალურ კურსებს, მგზავრთა მაღალი დონის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ტექნიკური სტანდარტების გათვალისწინებით ყველა სატრანსპორტო საშუალება მუდმივად მოწმდება კონტროლის სამსახურის მიერ. კომაპანია "ჯიპ-რენტი" გთავაზობთ შემდეგი სახის ტრანსპორტს: ჯიპები წარმომადგენლობითი კლასი ეკონომ კლასი მინი-ვენები ავტობუსები კომპანია " ჯიპ-რენტი " გამორჩეულია საიმედოობით, პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. გსურთ საუკეთესო მომსახურება? დაგვიკავშირდით და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.
დაამსხვრიე სტერეოტიპი - მოგზაურობისთვის დიდი დანაზოგი სულაც არაა საჭირო! ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანისთვის შეგვიძლია ყველაზე ლამაზი, საინტერესო და ფერადი თავგადასავლების მოწყობა. Break a stereotype - no big savings are needed for travel! We believe that for anyone with any budget we can arrange the most beautiful, interesting and colorful adventures. Разрушьте стереотип - для путешествий не требуется больших сбережений! Мы верим, что для любого человека с любым бюджетом мы можем организовать самые красивые, интересные и красочные приключения.
რა არის GIFTIME ? თუ, გაინტერესებს, როგორ გაახალისო შენი კორპორატიული საღამო, დაბადების დღე, ქორწილი, თუ საღამოს სპონტანურად შეკრებილ მეგობართა კამპანია, მაშინ გეტყვი: GIFTIME.GE არის, უნივერსალური ყუთი, რომელიც იღებს გიფებს შენი ემოციის აღსაბეჭდად, ბუმერანგს დროში წინ და უკან მოგზაურობისთვის, უმაღლესი ხარისხის ფოტოს ბეჭდვით, რომელიც ტკბილ მოგონებად დაგრჩებათ. What is GIFTIME? If you are interested in how to encourage your corporate evening, birthday, wedding or evening sponsored friends campaign, I will tell you: GIFTIME.GE is a universal box that captures your emotions, boomerang in time and back to travel Print that will be a sweet memoir. Что такое ПОДАРОК? Если вас интересует, как поощрять корпоративную кампанию друзей, посвященных вечерам, дням рождения, свадьбам или вечерам, я вам скажу: GIFTIME.GE - это универсальная коробка, которая улавливает ваши эмоции, бумеранг во времени и обратно в путешествие. Напечатайте это будет сладким воспоминанием.
რა არის CARU: CARU არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გამოიძახო ავტოასისტენტი(ავტომობილებში ძალიან კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი), ვინც წაიყვანს შენ მანქანას შესაკეთებლად, ზეთის გამოსაცვლელად ან სხვა ცვეთადი ნაწილების შესაცვლელად. გაგიწევს რეკომენდაციას მანქანის შეკეთებისას, გამოიყენებს თავის ცოდნას რომ მანქანა შეგაკეთებინოს საუკეთესო პირობებით და შეგიმციროს ექსპლუატაციის ხარჯი. როგორ მუშაობს: აკეთებ შეკვეთას ჩვენი პლატფორმის საშუალებით www.caru.ge შენ შეკვეთაზე “მიებმევა” ავტოასისტენტი, რომელიც: წაიყვანს ავტომობილს შესაბამის ხელოსანთან და გაარკვევს რა ჭირს. მოძებნის ახალ/მეორად ნაწილებს და შეგითანხმებთ ყველანაირ ხარჯს წინასწარ. თუ გენდომება შეაკეთებს და დაგიბრუნებს ავტომობილს შენთვის სასურველ მდგომარეობაში - რა თქმა უნდა შესაბამისი გარანტიით. რატომ არის CARU ავტომობილის მოვლის სწორი გზა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საშუალოდ ავტომობილის შეკეთებისთვის თითო შემთხვევაზე გვეხარჯება დაახლოვებით 8,5 საათი. ქარუს საშუალებით ეს დრო 5 წუთამდე მცირდება: გაატანე მანქანა ავტოასისტენტს და ჩაიბარე გამზადებული - მორჩა! What is CARU: CARU is a platform where you can call a car driver (someone very well versed in cars) who will take you to a car repair shop, oil refinery or other spare parts depot. Will advise on car repair, use his knowledge to make the car in the best possible condition and reduce operating costs. how does it work: You can order through our platform www.caru.ge Your order will be "delivered" to you when you order: Take the car to the appropriate craftsman and find out what is wrong. Will find new / secondary parts and agree to all costs in advance. If you want to repair and get the car back to you - of course with the appropriate warranty. Why CARU is the Right Way to Car Care We have found that it takes approximately 8.5 hours on average to repair a car. This time is reduced to 5 minutes via Karu: Take your car to the auto stand and get ready - you're done!
საპროექტო სტუდია “MHD Group Architecture” დაარსდა 2012 წელს. მანამდე იმავე გუნდის მიერ პროექტირება ხორციელდებოდა სხვა საპროექტოების სახელით, ამის გათვალისწინებით ჩვენს ჯგუფს გააჩნია 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ამ სფეროში. პროექტების ავტორები არიან და არქიტექტურულ ჯგუფს ხელმძღვანელობენ არქიტექტორები- მიხეილ გიორგობიანი და მარინე ლაზაშვილი . სტუდიის ძირითადი მიმართულებაა არქიტექტურა (ექსტერიერის, ინტერიერის პროექტირება, რეკონსტრუქცია და ასევე ლანდშაფტური პროექტირება). გარდა ამისა “MHD Group” სრული მომსახურების საპროექტო კომპანიაა, რომელიც პროექტირებას ასრულებს არქიტექტურული კონცეფციებიდან-ესკიზებიდან სრულფასოვან საპროექტო დოკუმენტაციამდე (კონსტრუქციული, გათბობა კონდიცირება, სახანძრო სისტემები, ელექტროობა და პროექტირებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია). გარდა ამისა, საპროექტო სტუდიას შეუძლია ზედამხედველობის გაწევა როგორც პროექტირებაზე (დამატებითი დოკუმენტაცია გეოლოგია და ტოპოგრაფიის ჩათვლით), ასევე შესაძლებელია ზედამხედველობა მშენებლობის პროცესზე. საპროექტო ძირითადად ორიენტირებულია შენობების დახვეწილ იერსახეზე, და მუშაობს როგორც თანამედროვე ფორმებზე, ასევე ქმნის სხვადასხვა სტილის არქიტექტურას საპროექტო ობიექტთან და არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში, ასევე დამკვეთის მოთხოვნილების შესაბამისად. “MHD Group” ეწევა საპროექტო მომსახურებას არამარტო საქართველოს ფარგლებში, ჩვენ ვქმნით პროექტებს ქვეყანაში არსებული არქიტექტურის ძირითადი და ტრადიციული მიმდინარეობების და თანამედროვე არქიტექტურის მიღწევისა და მოთხოვნილებების შესაბამისად. “MHD Group” ასრულებს განსხვავებული შინაარსისა და დაიშნულების ობიექტებს, საპროექტო ასრულებს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებს, მაგ. “MHD Group” არის ავტორი რამდენიმე მიმდინარე და რეალიზებული იუსტიციის სახლის, ჯგუფს შესრულებული აქვს საჯარო რეესტრის ოფისის მიმდინარე პროექტის რამდენიმე გადაწყვეტა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნომინირებული იყო თბილისის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე სადაც საუკეთესო პროექტების სამეულში მოხვდა, შესრულებული აქვს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საოფისე შენობის პროექტი, გარდა ამისა არის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისის და მთავრობის კანცელარიის ინტერიერის პროექტის (პროექტი საიტზე არ არის ატვირთული მისი საიდუმლო სტატუსის გამო, თუმცა დეკორაციები და ინტერიერი, რომლებიც პრემიერ მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგების და პრეზენტაციების დროს კადრში ხვდება ძირითადად “MHD Group”-ის მიერ არის შესრულებული). აღნიშნული ობიექტების პარალელურად “MHD Group” ასრულებს მრავალბინიან ინდივიდუალურ და საცხოვრებელ სახლებს თუ საოფისე შენობებს ან სხვა ფუნქციის შენობებს, ასევე საპროექტო ასრულებს ინტერიერის პროექტებს ყველა აღნიშნულ კატეგორიაზე, მასშტაბის სიდიდის თუ სიმცირის მიუხედავად. საპროექტო ძირითადად აერთიანებს არქიტექტორებს. გარდა არქიტექტორებისა საპროექტო თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან და შეუძლია შესაბამისი მომსახურების გაწევა კლიენტის მოთხოვნილების შესაბამისად. მომიჯნავე სპეციალისტებთან ურთიერთობა ხდება საპროექტო დავალების მიერ, სადაც საპროექტოს მიერ ხდება ყველა მომიჯნავე პროექტის შესრულება, კონსტრუქციის, გათბობა გაგრილების, ელექტროობა სუსტი დენების, გეოლოგიის, კანალიზაცია წყალგაყვანილობის და გარე ქსელების, სახანძრო უსაფრთხოების თუ სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ჩათვლით.
წიგნის სამყარო არის, შპს წიგნის სამყარო, საიდენტიფიკაციო კოდი:200126782 წიგნის გამავრცელებელი კომპანია „წიგნის სამყარო“ დაარსდა 2005 წლის 5 მარტს და მას შემდეგ წარმატებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენს კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 15 ადამიანი. კომპანია დაარსებიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რაც წიგნის სფეროში არსებულ სიახლეებსა და სხვადასხვა საინტერესო პროექტს უკავშირდება. დღეისთვის კომპანია თბილისში 100-ზე მეტ, ხოლო რეგიონებში 50-მდე წიგნის მაღაზიას აწვდის წიგნებს.წიგნის სამყაროს აქვს მაღალ დონეზე ორგანიზებული, საცალო გაყიდვების სამსახური,ასევე მოქნილი ფასდაკლებისა და მომარაგების მექანიზმები. „წიგნის სამყარო“ ყოველწლიურად მონაწილეობს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, 2007 წელს კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წიგნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა იმართება. „წიგნის სამყარო“ პარტნიორებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის თანაავტორია, როგორებიცაა, მაგალითად, მაღაზიათა ქსელი „ლიბრა“, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხითა და წიგნების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ასევე საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი „წიგნი და სამყარო“. მისი ფურცლებიდან მკითხველს სისტემატურად მიეწოდება ინფორმაცია ახალი წიგნების, წიგნის ახალი მაღაზიებისა და სხვა ნოვაციების შესახებ. წიგნის სამყარომ დააფუძნა ლიტერატურული კონკურსი „წიგნი და სამყარო“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. კონკურსის პირველი გამარჯვებულები 2009 წლის 27 ივნისს თბილისის წიგნის ფესტივალზე გამოვლინდა. 10 გამარჯვებული კონკურსანტი სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდა. მიმდინარე წელს ჩვენი ლიტერატურული კონკურსი შეუერთდა ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ და ამავდროულად გახდა „წეროს“ თანადამფუძნებელი. ჩვენი ინტერნეტ-მაღაზია www.bookland.ge (ამჟამად გადავიდა www.e-bookland.ge ) 2009 წლის ოქტომბრიდან ემსახურება როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ბანკის პლასტიკური ბარათი აქვს. ინტერნეტ-მომხმარებელი ევროპის არა ერთ ქვეყანაში გვყავს. საქართველოში კურიერის მომსახურება უფასოა. ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ახალ გამოცემებს. 2009 წლის აგვისტოში კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად განხორციელდა საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსების პროექტი. საგანგებოდ ამისთვის კომპანიამ საქართველოში გამოცემული წიგნების ელექტრონული კატალოგი შექმნა, მსგავსი ტიპის კატალოგი პირველად შეიქმნა საქართველოში.მისი მეშვეობით ბიბლიოთეკარებმა მაქსიმალურად გამჭირვალედ და მოხერხებულად შეძლეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერის ათვისება, კატალოგი განახლებადია და მისი მეშვეობით მუდმივად მიეწოდებათ ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია ახალი გამოცემების შესახებ. კომპანიამ ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გააფორმა მემორანდუმი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს წიგნის გამავრცელებელ კომპანია KNV-სთან (Koch, Neff & Volkmar GmbH). მემორანდუმს საზეიმოდ მოეწერა ხელი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 2009 წლის 16 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც „წიგნის სამყარო“ KNV- ს ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და სარგებლობს ექსკლუზიური ფასდაკლებით უცხოეთში გამოცემულ წიგნებზე. უახლოეს მომავალში ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება უცხოური ელექტრონული კატალოგით ისარგებლოს და შეუკვეთოს მისთვის სასურველი ლიტერატურა. ჩვენი მისამართია: დიდი დიღომი. 3 მიკრო რაიონის მიმდებარედ.