Castello Mare Hotel & Wellness Resort - აჭარის ზღვისპირეთის უნიკალური all-inclusive რეზორტი, მდებარე ციხისძირში, შავი ზღვის სანაპიროზე. კომპლექსი აერთიანებს კომფორტულ განთავსებას, დახურულ და ღია პანორამულ ზღვისწყლიან აუზს, მრავალფეროვან თერმულ ზონას, ველნეს და სპა პროგრამებს, საკონფერენციო სივრცეებსა და პანორამულ ხედებს ერთ ეკოსისტემაში. ზღვის ჰავა, სუბტროპიკული მიკროკლიმატი და ბუნებასთან ჰარმონია ქმნის სრულყოფილი დასვენებისა და აღდგენის გარემოს - როგორც ოჯახური და გამაჯანსაღებელი მიმართულებით, ისე ბიზნეს შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის.
„TV მზე“ — ეს არის თანამედროვე მედიაპლატფორმა, რომელიც ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას ობიექტურად, პროფესიონალურად და სწრაფად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი გუნდი, რომელსაც სჯერა თავისუფალი მედიის ძალის. ჩვენი პრიორიტეტია სანდო წყაროებზე დაფუძნებული ახალი ამბების მიწოდება. ვაშუქებთ სხვადასხვა თემატიკას: პოლიტიკას, კულტურას, ეკონომიკას, სპორტს და ადგილობრივ სიახლეებს. ჩვენი გუნდი შედგება ჟურნალისტებისგან, რედაქტორებისა და ტექნიკური პერსონალისგან, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ იმისთვის, რომ ინფორმირებული საზოგადოება შექმნან. ვცდილობთ ვიყოთ ახლოს ხალხთან — მოგაწვდოთ ინფორმაცია ისე, როგორც გესაჭიროებათ, როცა გესაჭიროებათ. გვეწვიეთ რეგულარულად, მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები და ერთად ავაშენოთ უფრო გამჭვირვალე და განვითარებული საინფორმაციო სივრცე. შპს ტელეკომპანია მზე (ს/კ 437066256) არის ქართული სატელევიზიო არხი. ტელეკომპანია მზე დაარსდა 2016 წელის 2 თებერვალს!
Supta.ge წარმოადგენს სს "აიდ გრუპ"-ის საკუთრებაში არსებულ ინოვაციურ B2B პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირების კომპლექსურ მომარაგებას საოფისე და სამეურნეო პროდუქციით. დაარსდა 2016 წელს HoReCa სექტორზე ფოკუსით, 2018 წლიდან კი დაიწყო პლატფორმის დიგიტალიზაცია, რის შედეგადაც დღეს Supta.ge საქართველოს ბაზარზე ერთადერთი ინტეგრირებული, Agile პრინციპებით და მიდგომებით მართული B2B მომარაგების პლატფორმაა. მისია: გავხდეთ საქართველოში ბიზნესის მომარაგების N1 პლათფორმა 60%-იანი ბაზრის წილით, შევთავაზოთ რა მომხმარებლებს სწრაფი, მარტივი და საიმედო სერვისი – „როგორც Glovo კვებისთვის, ისე Supta.ge ყველანაირი ბიზნეს საჭიროებისთვის.“
matter. არის სრული სერვისის კრეატიული სააგენტო, რომელიც სპეციალიზებულია ვიდეოპროდაქშენში, motion design-სა და ბრენდისა და მედიის სერვისებში. იდეის პირველი ნაპერწკალიდან საბოლოო შესრულებამდე, ჩვენ ვქმნით ვიზუალურ გამოცდილებებს ტელევიზიისთვის, ციფრული პლატფორმებისა და სოციალური მედიისთვის. matter. is a full-service creative agency specializing in video production, motion design, and Brand & Media Services. From the first spark of an idea to the final execution, we create visual experiences for television, digital platforms, and social media.
"გემოს საიდუმლო • Taste Secret“ — პრემიუმ ხარისხის სნექებისა და მზა წაბლის პროდუქციის ბრენდი. ჩვენი მიზანია ყოველდღიურობაში შემოვიტანოთ ბუნებრივი გემო, მაღალი ხარისხი და მარტივი სიამოვნება — გახსენი და ისიამოვნე. პროდუქცია მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიითა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, მათთვის, ვინც აფასებს ნამდვილ გემოსა და ხარისხს.
„Metal Corner“ წარმოადგენს მულტიფუნქციურ საამქროს, რომელიც სპეციალიზებულია ინდუსტრიული და თანამედროვე სტილის ავეჯის წარმოებაზე. ჩვენი გამოცდილება შემდუღებლობასა და ავეჯის კონსტრუირებაში გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ რთული საინჟინრო პროექტები, სადაც პრიორიტეტი ლითონისა და ხის (MDF) ზუსტი სინთეზია. ჩვენ არ ვამზადებთ მხოლოდ ავეჯს — ჩვენ ვქმნით მყარ ინფრასტრუქტურას თქვენი ბიზნესისთვის ან საცხოვრებელი სივრცისთვის.
ავეჯის წარმოებისთვის გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ავსტრიულ და თურქულ ლამინატსა და ემდეეფს (MDF), ასევე „ბლუმის" (Blum) პრემიუმ კლასისა და „ჯითივის" (GTV) საიმედო, მაღალტექნოლოგიურ მექანიზმებს. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილი მასალები და ფურნიტურა გამოირჩევა მაღალი მდგრადობით, ფერების ფართო არჩევანითა და ფუნქციონალური გამძლეობით, რაც უზრუნველყოფს ავეჯის ხანგრძლივ, კომფორტულ მოხმარებასა და ვიზუალურ სრულყოფილებას.
Fundamenti Hubi აერთიანებს ტრადიციულ საიმედოობასა და მომავლის ტექნოლოგიებს. ჩვენი საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. ინოვაციური ავტონომია (Off-grid Solutions): ვაშენებ სრულიად დამოუკიდებელ, ჭკვიან ეკო-სახლებს, რომლებიც არ საჭიროებენ ცენტრალურ კომუნიკაციებს (წყალი, დენი, კანალიზაცია). ეს საშუალებას აძლევს მფლობელებს, იცხოვრონ სრული ენერგო-დამოუკიდებლობითა და ნულოვანი კომუნალური ხარჯებით ნებისმიერ წერტილში. 2. სამშენებლო სერვისები დეველოპერებისთვის: პარალელურად, ვთავაზობ დეველოპერულ კომპანიებს სრულ სამშენებლო მომსახურებას — სტანდარტული მშენებლობიდან რთული ინფრასტრუქტურული პროექტების მართვამდე. ჩემი გუნდი უზრუნველყოფს: • სრულ სამშენებლო ციკლს: პროექტირება, კარკასი, მოპირკეთება. • ჭკვიანი სისტემების ინტეგრაციას: ნებისმიერი მასშტაბის პროექტის აღჭურვა Smart Home ტექნოლოგიებით. • სტრატეგიულ კონსულტაციას: როგორ ვაქციოთ რთული რელიეფის მქონე, უკომუნიკაციო მიწის ნაკვეთები მომგებიან საინვესტიციო პროექტებად. ჩემი მიზანია, დეველოპერებს შევუმცირო ტექნიკური ბარიერები, ხოლო მომხმარებელს შევუქმნა მაღალი ხარისხის, თანამედროვე საცხოვრებელი გარემო.“