ელთ კომპანი არის, შპს ელთ კომპანი, საიდენტიფიკაციო კოდი:245625765 ჩვენი ვებ გვერდია: eltcompany.ge საფინანსო კომპანია "ელთ კომპანი" - 10 წარმატებული წელი ქართულ ბაზარზე. თქვენს სამსახურშია 21 სერვისცენტრი თბილისსა და აჭარაში და 70 - ზე მეტი კვალიფიცური თანამშრომელი. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს: • სალომრადე სესხი • ავტო სესხი • იპოთეკური სესხი • ფულადი გზავნილები რატომ ჩვენთან? ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის სესხს თქვენზე მორგებული პირობებით - მოქნილი გრაფიკი, მაქსიმალურად მოკლე დროში მარტივად და განაღდებისა თუ წინსწრების საკომისიოს გარეშე. "ისარგებლეთ საუკეთესო პირობებით და სწრაფი მომსახურებით."
გარე რეკლამა არის, შპს გარე რეკლამა, საიდენტიფიკაციო კოდი:206335688 სარეკლამო კომპანია შპს გარე რეკლამა ,დაარსდა 2008 წელს.მოკლე დროში მოიპოვა ღირსეული ადგილი სარეკლამო ბაზარზე .2017 წელს კი გახდა პირველი იპორტიორი საქართველოში სარეკლამო მასალების კუთხით .კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ბ-ნი დავით ბერძენიშვილი მუდმივად ესწრება მსოფლიო ბაზარზე გამართულ განმოფენებს და მუდმივად ახდენს სიახლის შემოტანას,ახალი განსხვავებული და პრაქტიკული პროდუქტის დანერგვას ქართულ ბაზარზე ,კომპანიას ძალიან ლოიალური დამოკიდებულება აქვს თავის მუდმივ კლიენტურასთან და საკმაოდ ხშირად ანებივრებს მათ სარეკლამო ტიპის სიურპრიზებით
1992 წლის 30 ივლისს საქართველოსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, განათლების სამინისტროს ნებართვით და მის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამებით 1993 წელს შეუდგნენ საქმიანობას, რის შედეგადაც შეიქმნა 2003 წელს სკოლა-ლიცეუმი “სხივი”, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების პირველ საფეხურს. 2008 წლის სექტემბრიდან დიდ დიღომში, სამსართულიან ლამაზ შენობაში დაიდო ბინა სკოლა-ლიცეუმმა ,,სხივმა”. სკოლას აქვს ჰერალდიკის საკუთარი ნიშნები, გერბი და ჰიმნი. სკოლა გამოირჩევა კეთილმოწყობილი საკლასო და საპრეზენტაციო ოთახებით, ბიოლოგიის ლაბორატორიით, ინფორმატიკის, ჭადრაკისა და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტებით, სპორტისა და ცეკვის დარბაზებით, ბიბლიოთეკით. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლის პრიორიტეტია. აქ მიმდინარეობს ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება, თითოეულ მოსწავლეს აქვს კომპიუტერთან ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა. ბიოლოგიის გაკვეთილებზე მოსწავლეები მასწავლებლების მეთვალყურეობით ატარებენ ცდებს. სკოლას, მის ტერიტორიაზე მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჰყავს დაცვა. სკოლაში არის ექიმის კაბინეტი, სადაც ხდება მოსწავლეთა პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პერსონალს ემსახურება ტრანსპორტი. მათ სარგებლობაშია, სასადილო. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებს თბილი და საქმიანი გარემო შეექმნათ, სადაც მათ საშუალება ექნებათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა, შემდეგ კი თავისი უშრეტი ენერგია ყველაზე წარმატებული სფეროსკენ მიმართონ. სკოლა დაკომპლექტებულია კონკურსის წესით შერჩეული მაღალპროფესიული კადრებით. ისინი ფლობენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად იყენებენ მათ სწავლების პროცესში. კლასების მიხედვით სკოლაში მუშაობს საგნობრივი კათედრები, რომლებიც უზრუნველყოფს სასწავლო მეთოდურ მუშაობას. სკოლა მთლიანად პასუხობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულს ტანდარტებს, რასაც თავის მხრივ სკოლის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ემატება განსხვავებული დისციპლინები, დამოუკიდებლად შემუშავებული სასწავლო პროგრამებით. სავალდებულო სასწავლო დისციპლინების გარდა სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ინგლისური და თურქული ენა, ინფორმატიკა, მათემატიკა, ჭადრაკი, ცეკვა, მუსიკალური ანსამბლი, ხელოვნება და მეტყველების კულტურა. მათემატიკისა და ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეებში ბავშვები ემზადებიან რესპუბლიკურიდა საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის, ამზადებენ პროექტებს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსისათვის. ,,სხიველები ,, აქტიურად მონაწილეობენ ამ კონკურსში. სტამბულში ჩატარდა საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა „ჯოშმაია“, სადაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა „სხიველებმა“. სკოლა ატარებს IV კლასელთა მათემატიკის და I-VI კლასელთათვის „დედაენის“ რესპუბლიკურ ოლიმპიადებს. ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებებში შემავალი სკოლები გაცნობისა და დამეგობრების მიზნით ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს, ტარდება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები. ცოდნის შემოწმება ტესტირების გზით ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნით სკოლაში სისტემატურად ტარდება დიაგნოსტიკური ტესტირება. ჩვენს აღსაზრდელებს უთუოდ უფასდებათ სწავლა-ცოდნის მიღებაში დახარჯული შრომა-ძალისხმევა. სწავლაში წარჩინებულთათვის უამრავი ჯილდოა დაწესებული. ტრადიციად იქცა მხიარული სპორტული შეჯიბრებები კლასებს შორის. „მხიარულ სტარტებში“ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელები, რამაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა ღონისძიება. სკოლაში მოქმედებს ელექტრონული ჟურნალი და დღიური, რომელსაც გააჩნია სამი ძირითადი მხარე: მასწავლებლის, მშობლის და ადმინისტრატორის. მასწავლებლებს და მშობლებს აქვთ პირადი ნომრები, რომლის საშუალებით შედიან ელექტრონული ჟურნალის სისტემაში. მშობელს შეუძლია აკონტროლოს თავისი შვილის (შვილების) დღის განრიგი–რა აქვს დავალება, რა ნიშნებს იღებს, ესწრებოდა თუ არა ამა თუ იმ გაკვეთილს, ნახოს მასწავლებლის მიერ განმსაზღვრელი და განმავითრებელი შეფასება. სკოლაში კომპიუტერები ჩართულია მუდმივ უასდენო (Wi-Fi) და სადენიან ინტერნეტში, მასწავლებლებს საშუალება აქვთ, მარტივად გააკეთონ დასწრების აღირცხვა, შეაფასოს მოსწავლეები და შეიტანონ საშინაო დავალებები, შემაჯამებელი სამუშაოებისა და ტესტირებების შედეგები. გაუგზავნონ მშობლებს შეტყობინებები. სკოლაში ხშირად ეწყობა შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან. ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის მიზნით ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მეგობრული ურთიერთობის განვითარების მიზნით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლას, ოჯახსა და მოსწავლეს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ურთიერთთანამშრომლობას. ამ მიზნით პედაგოგები ხშირად სტუმრობენ მშობლებს ოჯახში. რეგულარულად ტარდება მშობელთა კრებები. დირექციის ხელშეწყობით პერიოდულად ტარდება პიკნიკები. საქველმოქმედო ფონდ SOCO–სა და “საქართველოს საგანთლებლო და შრომითი საქმიანობის საერთაშორისო ფონდ GIEV-ი ყოველწლიურად აწყობს საქველმოქმედო აქციას. ჩვენი სკოლის მეგობარი ბიზნესმენების მხარდამჭერით, მასწავლებლებისა
ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.
რესტორანი ბელვედერი არის, შპს ბელვედერი, საიდენტიფიკაციო კოდი:225390895 ჩვენი ვებ გვერდია: belveder.ge „Belvedere“ - ქართულ-ევროპული რესტორანი. Bel-ლამაზი, Vedere-ხედვა. Belvedere-სასახლე ავსტრიაში, ვენა (XVII საუკუნე). მათ, ვისაც უყვართ განტვირთვა და გარემოს შეცვლა, რესტორანი Belvedere გთავაზობთ, დახვეწილ ინტერიერს, კულინარიულ ხელოვნებას, გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას და მომსახურეობის ევროპულ სტანდარტს
ჯეოჩაინა ტრანს არის, შპს ჯეოჩაინა ტრანს, საიდენტიფიკაციო კოდი:406033340 კომპანია უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის ტვირთების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან: საზღვაო, საჰაერო, და სარკინიგზო გადაზიდვების გზით. კომპანია დაკომპლექტებულია, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური კადრებით. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია და ვამაყობთ მომსახურების მაღალი დონით. ეს არის ადგილი სადაც თქვენ განთავისუფლდებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემებისგან. ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ მომხმარებელს გავუწიოთ პროფესიონალური და ხარისხიანი მომსახურება. GEOCHINA TRANS LTD. გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას ჩინეთში: . საკონტეინერო და საჰაერო გადაზიდვები . ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთის ნებისმიერი საზღვაო პორტიდან . ჩინეთში ტვირთის დასაწყობება, დაზღვევა საბაჟო გაფორმება და მისი ტრანსპორტირება . ყველანაირი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ოპერაციები
სარეკლამო კომპანია L group დაფუძნდა 2010 წლის დასაწყისში მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ.დაარესების დღიდან კომპანიამ სარეკლამო ბიზნესში სტაბილურად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ლიდერთა შორის. 2013 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და დაერქვა Dolphinმრავალწლიანი გამოცდილება და საკუთარი საწარმო ბაზრის არსებობა საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მომხმარებელს ხარისხიანი და თანამედროვე ტექნოლოგიით შესრულებული სარეკლამო პროდუქცია.ჩვენ ვამზადებთ სარეკლამო პროდუქტს ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი პრიორიტეტია არა ერთჯერადი არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ხარისხიანი პროდუქციის შექმნა უმოკლეს ვადებში მათთვის მისაღებ ფასში.კომპანია გამოირჩევა დამკვეთებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით და ერთგულებით.
სახაჭაპურე N1 ყველაზე პოპულარული სახაჭაპურეა დედაქალაქში. აქაური კერძები მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება, პროცესი კი კვების უმაღლესი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპურები, ჩამოსასხმელი ლაღიძის წყლები და უგემრიელესი ევროპული დესერტები. სახაჭაპურე N1-ში თქვენთვის საუკეთესო მზარეულების გუნდი მუშაობს. ისინი საქმის ნამდვილი ოსტატები არიან და ყველა სტუმარს სათანადოდ უმასპინძლდებიან.
სითი სთარი არის, შპს სითი სთარ, საიდენტიფიკაციო კოდი: 401960605 კომპანია სითი სთარი წარმოადგენს ლიდერ დეველოპერულ კომპანიას, რომელიც უმაღლესი ხარისხის სამშენებლო საქმიანობით საქართველოს მოსახლეობას უზრუნველყოფს თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსებით. კომპანია სითი სთარის საქმიანობა ეფუძნება თითოეული მომხმარებლის ინტერესს, ნდობას, ხარისხსა და სტაბილურობას. მისიის ეფექტური განხორციელებისათვის კომპანია სითი სთარი ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: ხარისხი ჩვენი საქმიანობის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მშენებლობის ხარისხი. მომხმარებელი ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული მომხმარებლის მოთხოვნასა და ინტერესს. ნდობა ჩვენ ვამართლებთ თითოეული მომხმარებლის მიერ ჩვენდამი გამოხატულ ნდობას. სტაბილურობა ჩვენ ვახორციელებთ სამშენებლო საქმიანობას დათქმულ დროსა და ვადებში. სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობით წვლილი შეგვაქვს როგორც ადგილობრივი გარემოს, ასევე ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში
კომპანია tcshop.ge გახლავთ ონლაინ სივრცის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტი, რომელიც უშუალოდ მოიცავს 30,000 - ზე მეტი პროდუქციის მრავალსახეობას. ჩვენი მიზანია ,პირველ რიგში ,მოვიპოვოთ თქვენი ნდობა. პროფესიონალთა გუნდი მოგემსახურებათ სრულყობილად, რადგან თქვენი კომფორტი ჩვენი ხარისხია !!! ორიენტირებულები ვართ უშუალო მომხამრებლის სურვილზე, რადგან დღეს დრო ყველაზე ფასეული პროდუქტია. არ დავხარჯოთ თქვენი დრო და სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ კომფორტი, რაც თქვენს სურვილს რეალობად აქცევს !
ევროპის უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება -კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც დაარსდა საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად. "ევროპის უნივერსიტეტის" მისიას წარმოადგენს მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის, პროფესიული ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. "ევროპის უნივერსიტეტის" მისიაა, განახორციელოს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ჯანდაცვისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. დაწესებულების ამოცანაა, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების შეთავაზებით, შრომის ბაზართან და აკადემიურ სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. დაწესებულება ორიენტირებულია ბიზნესის მიმართულების, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო ნოვაციების ამსახველი მოწინავე დარგის, განვითარებაზე, საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ევროპული საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის შეიმუშავებს სტრატეგიას, რომელიც დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ცვალებადია.
IMG PLAZA #1 თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში - ვაკეში მდებარე შენობა, რომლის შექმნაზეც საუკეთესო არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფი მუშაობდა. მშენებლობის უმაღლესი ხარისხი, დახვეწილი დიზაინი, წარმოუდგენელი კომფორტი, მაქსიმალური უსაფრთხოება და უნიკალური სერვისი. IMG PLAZA #1 თბილისში ცხოვრების სრულიად ახალ, სუპერ პრემიალურ სტანდარტს ქმნის.
თიჯი მობაილი არის, შპს თი ჯი მობაილ, საიდენტიფიკაციო კოდი: 205270277 ჩვენი ვებ გვერდია: www.tgmobile.ge ავტომობილის შეძენა გსურთ, თუმცა თანხების მოძიება თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს. შეიძინეთ ავტომობილი და გადაიხადეთ მთლიანი ღირებულების 20%, დანარჩენი თანხაზე კი მიიღეთ 3%-დან 5%-მდე განვადება. TG mobile გთავაზობთ ავტომობილის შეძენას დამღლელი პროცედურებისა და ზედმეტი ლოდინის გარეშე. • ავტო სესხი 3%–დან 5%-მდე • ავტო სესხი კლებადი პროცენტის გრაფიკით • სესხი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე • კლიენტზე მორგებულუი გადახდის პირობები
შპს „ტვინო“ არის საერთაშორისო გუნდის წევრი, რომელიც 10-მდე ქვეყანაში ოპერირებს. შპს „ტვინო“ - საინდენტიფიკაციო ნომერი 401993606, მის: ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N34 (ნაკვეთი 17, გიორგი გეგეჭკორის ქუჩა №4), თბილისი 0177, საქართველო. შპს „ტვინო“ გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ ონლაინ სეხით 500-დან 3000 ლარამდე 3 თვიდან 2 წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 71.30% მდე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100% მდე
სასტუმრო ბიგ ბეგი არის, შპს ფრონე,საიდენტიფიკაციო კოდი:406083241 ჩვენი ვებ გვერდია: big-begi.ge სასტუმრო „ბიგ ბეგი“ მოიცავს 26 დიდ და კომფორტაბელურ ოთახს, ულამაზესი აივნებით, სასტუმრო წარმოადგენს მშვიდ ოაზისს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ განიტვირთონ და დაისვენონ. სასტუმროს გააჩნია რესტორანი და ბარი. ყველა ოთახს აქვს აივანი, თბილისის ისტორიული ნაწილის მომხიბლავი ხედით, რომანტიულ ატმოსფეროს მატებს მდინარე მტკვარი, რომელიც სულ რამოდენიმე მეტრის დაშორებით მიედინება. ოთახებში არის საერთაოშორისო სატელეფონო კომუნიკაცია, სატელევიზიო კაბელი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, კონდინციონერი, თმის საშრობი და მინი-ბარი. ასევე საასტუმრო „ბიგ ბეგი“ გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს, პროექტორს თავისი ეკრანით, შესაძლებელია ასევე შეკვეთების მიღება ბანკეტებზე და სადღესასწაულო სუფრებზე. გვყავს აგრეთვე მაღალკავალიფიციური მძღოლები, მინივენები და უნიკალური ტურები ხელმისაწვდომ ფასებში. სასტუმრო ბიგ ბეგის ოთახები:
"Credline" საფინანსო ორგანიზაცია დაარსდა 2011 წ. დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება. საქმიანობის მოცულობის ზრდასთან ერთად გაფართოვდა ფიალიალების ქსელიც. ამჟამად კომპანიას ქ.თბილისში გააჩნია ხუთი სერვის ცენტრი, ხოლო ქ.ქუთაისში ორი სერვის ცენტრი. ახლო მომავალში იგეგმება რამოდენიმე სერვის ცენტრის გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. "Credline"-ის ერთ–ერთი პრიორიტეტი მომხმარებლის სწრაფი, მაღალ ხარისხიანი და გამჭვირვალე მომსახურებაა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძვირფასი ქვებისა და ლითონების სალომბარდო მომსახურება, ავტო სესხების გაცემა და ვალუტის ყიდვა–გაყიდვა. ამავე დროს კომპანია აგრძელებს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მორგებული პირობებით ახალი პროდუქტების დამატებას. "Credline"-ის მისიაა შესთავაზოს მომხმარებლებს მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების სერვისი, ინდივიდუალურად მორგებული პირობებით. "Credline"-ის ძირითადი ღირებულებებია : პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა, სტაბილურობა, კონფიდენციალურობა, პარტნიორობა და პროფესიონალიზმი.