ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები. ტურიზმით დაინტერესებულ ყველა პიროვნებას ვთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ სად წავიდნენ, რა იყიდონ, სად დარჩნენ და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. ეს არის პლატფორმა, საქართველოში დამწყები თუ მოქმედი ბლოგერების გააქტიურების და თავმოყრის ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ გამოავლინონ საკუთარი უნარები, გააცნონ თავისი ნამუშევრები საზოგადოებას და პარალელურად ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველთვიურ ბლოგერების კონკურსში, სადაც გამარჯვებულებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიები სოლიდური სახის პრიზებით დააჯილდოვებენ.
MyCredit.ge არის Friendly Finance ჯგუფის წევრი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოკლევადიან არასაბანკო სესხებს ინტერნეტის საშუალებით. Friendly Finance მსოფლიოს 5 ქვეყანაშია, ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება სკანდინავიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ჩვენთან მიიღებთ სწრაფ და მოქნილ მომსახურებას კომერციული ბანკებისგან განსხვავებით და ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად.
kyoto არის, შპს კიოტო, საიდენტიფიკაციო კოდი:404424324 ჩვენი ვებგვერდია kyoto.ge "კიოტო" - გასტრონომიული სამოთხე ყველასათვის. იაპონიის უძველესი დედაქალაქი კიოტო ერთ დროს ნამდვილი სამოთხე იყო. ახლა, თბილისის შუაგულში, მის უმთავრესს არტერიაზე – რუსთაველის გამზირზე _ მდებარე იმავე სახელწოდების რესტორანი სტუმრებს სასიამოვნო და აღმოსავლურად დახვეწილ გარემოში ეპატიჟება. "კიოტოს" თავაზიანი ატმოსფერო, ტრადიციული ეტიკეტის დაცვით, გაზიარებთ იაპონური კულინარიის მდიდარ გამოცდილებას. კლასიკური და თქვენთვის უკვე ნაცნობი იაპონური კერძების გარდა, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო შეფ მზარეულის, გიორგი ჭინჭრაშვილის საავტორო კერძები და ორიგინალური დესერტი. ქართულ გემოვნებას მორგებული, კულინარიული კრეატივის შედევრები გულწრფელ გაოცებას იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე "კიოტოს" იაპონელ სტუმრებში.
ტრანსკომი არის, შპს ტრანსკომი, საიდენტიფიკაციო კოდი: 206054605 ჩვენი ვებ გვერდია: transcom.ge Transcom LTD არის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. მისი ავტოპარკი დაკომპლექტებულია მერსედესის მსუბუქი და მიკოავტობუსის ტიპის ავტომობილებით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მომხმარებელს. ყველა ავტომობილი დაზღვეულია, გარანტირებულია მგზავრის უსაფრთხოება, ხოლო თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემა კი მგზავრობას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. კომპანიას 2015 წელს, შპს ''ტრანსკომს'' გადაეცა დარგის ლიდერის წოდება, ''ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის'' მიერ და გადაეცა საპატიო ჯილდო. მომსახურების გასაუმჯობესებლად, კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს თავისი მომხმარებლის პრობლემებსა და შენიშვნებს. მომხმარებლის უკმაყოფილების შემთხვევაში, საკითხი იქნება განხილული და აღმოფხვრილი შესაბამისი პრობლემა. Transcom LTD ორიენტირებულია ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. ტაქსის გამოძახება უფასოა.
დავიდე არის, შპს დავიდე, საიდენტიფიკაციო კოდი: 406112601 სამშენებლო კომპანია "დავიდე "დაარსდა 2013 წელს და წარმოადგენს სწრაფად განვითარებად,მრავალპროფილიან კომპანიას. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საპროექტო,სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება. საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტების მშენებლობის პროცესში კომპანია იყენებს მხოლოდ ხარისხიან,თანამედროვე მასალებსა და უახლოეს ტექნოლოგიებს. ევროპული სტანდარტების შესაბამისობა,დახვეწილი გემოვნება და თანამედროვე სტილი კომპანიის პროექტების ძირითადი მახასიათებელია. კომპანია "დავიდე" აქტიურადაა ჩართული საინვესტიციო საქმიანობაში. ჩვენი მისიაა ვაშენოთ კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებელი სახლები, დავიმსახუროთ ყველაზე მთავარი-მომხმარებლის ნდობა,რადგან მიგვაჩნია,რომ ხარისხი და ნდობა წარმატების მთავარი საწინდარია. ჩვენი მიზანია დავნერგოთ ხელმისაწვდომი,ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტი. კომპანიის გუნდის მხრიდან ახალი იდეების,ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას იძლევა ყოველთვის იყოს დაცული მშენებლობის ვადები და შესრულების მაღალი ხარისხი. შპს "დავიდე"-ს მიერ წამოწყებული ნებისმიერი პროექტი წინასწარ სრულად არის დაფინანსებული,რადგან კომპანია საკუთარ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს. შესაბამისად,პროექტების ჩაბარება ხდება დროულად,წინასწარ განსაზღვრულ,დადგენილ ვადებში. თითოეული მყიდველი დაცულია რისკისგან,რაც შეიძლება არსებობდეს დაუმთავრებელი მშენებლობის ან სახსრების უკმარისობით გამოწვეული შეფერხების სახით.
მოგესალმებით მეგობრებო , 2 ტონა • 2 Tons არის სივრცე რომელშიც გაერთიანებულია ლუდსახარში და რესტორანი . ჩვენი ვებ გვერდია: 2tona.ge ვარკეთილში ვიქტორ კუპრიძის ქუჩაზე შეგიძლიათ მობრძანდეთ და დააგემოვნოთ #1 უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულო #2 ადგილზე მოხარშული ლუდი #3 უგულშემატკივრო შენს საყვარელ გუნდს #4 დაესწრო ლუდის ხარშვის პროცესს #5 მიიღო ინფორმაცია ლუდის ხარშვის პროცესთან დაკავშირებით ამ ყველა სიკეთესთან ერთად თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიცირებული პერსონალი რომლებიც თქვენს მოთხოვნებს დროულად და ხარისხის სრული დაცვით დააკმაყოფილებენ , დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ 2 ტონა • 2 Tons
Sales go better with us! გაზარდეთ გაყიდვები ჩვენთან ერთად! Cross Sales Group - ლიდერი კომპანია "retail" ბიზნესში. ჩვენ გვაქვს მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ასორტიმენტი, რომელსაც ვთავაზობთ სუპერმარკეტებს, ჰიპერმარკეტებს, ფარმაცევტულ ქსელებს, დროგერებს, დისტრიბუტორებს, ბრენდ-ბუტიკებს, საკონდიტროებს, HoReCa სექტორს, სარეკლამო სააგენტოებს და სხვა ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტებს. მთავარი მიზანი: სავაჭრო ობიექტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, ეფექტურობის ამაღლება და გაყიდვების ზრდა. ჩვენი სპეციალიზაციაა: #1. მაღაზიათმშენებლობა: კონცეპტის შემუშავება, დაგეგმარება, ზონირება, სამომხმარებლო ნაკადის შექმნა, “ოქროს სამკუთხედის” წესი და ა.შ. #2. სავაჭრო და სასაწყობე აღჭურვილობა: სავაჭრო სტენდები, თაროები, კუნძულები, ხილბოსტნეულის და საფუნთუშე დეპარტამენტების აღჭურვილობა, შუშის და მეტალის თაროები და სხვა. #3. სამაცივრე სისტემები: სამრეწველო და სავაჭრო მაცივრები, როგორც შიდა, ასევე გარე აგრეგატით, შოკური გაყინვის კამერები. #4. POS (სარეკლამო) მასალები: ფასმაჩვენებლები, სტენდები, სარეკლამო ჩარჩოების კომპლექტები, კალათები, ბუკლეტების ჩასადებები, “L”, “T’ & “V” აკრილის სტენდები, დამცავი სისტემები, ურიკები, საყიდლების კალათები, დაფები, ცარცის მარკერები, დაფების და ვიტრინების მხატრული სწრაფი მოხატვა და მრავალი სხვა. #5. მერჩენდაიზინგი: სავაჭრო მარკეტინგი და მერჩენდაიზინგი, პლანოგრამების შექმნა, განლაგება (SKU & Face), პროდუქციის განთავსება, თაროს და სავაჭრო სივრცის ოპტიმიზაცია, Cross გაყიდვები და სხვა.
კომპანია ლენდო არის მსხვილი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია სწრაფი სესხით მომსახურების სფეროში. Lendo.ge - ეს არის ლატვიური ინვესტიცია ქართულ ბაზარზე, რომელიც გამოირჩევა სანდოობის მაღალი ხარისხით, პროფესიონალიზმით და სწრაფი ფინანსური ოპერაციებით. ლენდოში მომხმარებელი მინიმალურ დროში აიღებს სწრაფ სესხს ერთი თვის ვადით, ან მაქსიმალური ორ წლამდე ვადით და ისარგებლებს ყველაზე დაბალი საპროცენტი განაკვეთით საქართველოში. ლენოში შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ სესხი 50-დან 800 ლარამდე ფიქსირებული 30 დღის ვადით. მსესხებელი უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის. სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი არის 5.8623%, გრძელვადიანი სესხის ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი იხდის მხოლოდ იმდენი დღის საკომისიოს, რამდენი დღითაც ისარგებლა სესხით.დღიური დარიცხვით. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 100%. კომპანიის მიზანი - შექმნას მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების სტანდარტი. სოციალური პასუხისმგებლობა - კომპანია ლენდო აცნობიერებს, აღებულ პასუხისმგებლობას, მომხმარებლების ნდობის მაღალ ხარისხს და გეგმავს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც კომპანია შექმნის, ემსახურება ქართული ბაზრისთვის ახალი სტანდარტის შქმნას, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფას და ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებას. ლენდო გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი იდეა, შემოთავაზება ლენდოს სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით ან უბრალოდ შენიშვნა მოგვაწოდოთ წერილობით მითითებულ მეილზე customer@lendo.ge ჩვენ მას განვიხილავთ, საჭიროების შემთხვევაში გავითვალისწინებთ ან დაგიკავშირდებით
შესყიდვების სახელმძღვანელო რომელიმე ზემოთ ჩამითვლილი ეტაპის გამოტოვების შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა შეუძლებელია. აკრძალულია პრეტენდენტებს შორის კონსულტაცია, ინფორმაციის გაცვლა, შეთანხმება და მოლაპარაკება შემდეგ საკითხებზე: ზემოთაღნიშნული ქმედება იწვევს პრეტენდენტების დისკვალიფიკაციას და სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოახდინოს პეტენდენტების „არასაიმედო მიმწოდებელთა სია“-ში შეყვანა. ვებ აპლიკაცია - „შესყიდვების ელექტრონული სისტემა“ (EPS) განთავსებულია მისამართზე: www.ims.ge . აპლიკაციასთან სამუშაოდ რეკომენდირებულია გამოიყენოთ შემდეგი ბრაუზერები: “Mozilla Firefox” ან “Google Chrome” ან “Safari”. სისტემის გამოყენებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ძირითადი სახეობის ტენდერები: საერთაშორისო, ადგილობრივი, დახურული საერთაშორისო და დახურული ადგილობრივი. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა დახურული ტენდერებისა. ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელია შემდეგი მოქმედებების განხორციელება მოცემული რიგითობით: ერთჯერადი რეგისტრაცია საიტზე; სატენდერო მოსაკრებლის გადახდა 50 ლარი ოდენობით საიტზე არსებული გადახდის სისტემის მეშვეობით, პლასტიკური ბარათების გამოყენებით; სატენდერო წინადადების ატვირთვა და ფასის დაფიქსირება. სატენდერო წინადადებების მიღება იწყება ტენდერის გამოცხადებიდან და სრულდება შესყიდვის პროცესის დაწყებისთანავე. სატენდერო წინადადება წარმოადგენს - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი საბუთებისა და მასალების ერთობლიობას. სატენდერო წინადადება რეზიდენტი პირის შემთხვევაში მომზადებულ უნდა იქნას ქართულ ენაზე, ხოლო არარეზიდენტი პირის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე. სატენდერო წინადადების ატვირთვისა და ფასის დაფიქსირების შემდეგ, შესაძლებელია ფასის ცვლილება, აგრეთვე ატვირთული დოკუმენტაციის დამატება და გაუქმება - „მიმდინარეობს წინადადებების მიღება“- სტატუსის განმავლობაში. ფასის ცვლილების შემთხვავაში, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს განახლებული ფასის შესაბამისი სატენდერო წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო განცხადებით მოთხოვნილია წინადადების ფასის წარმოდგენა დღგ-ის გარეშე, პრეტენდენტის წინადადების ფასი არ უნდა ითვალისწინებდეს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წინადადებების მიღების დასრულებიდან 5 წამში დაიწყება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის პროცედურა: ტენდერი აუქციონის გარეშე. პრეტენდენტის მიერ პროცედურის დაწყებამდე დაფიქსირებული ფასი საბოლოოა და მისი ცვლილება არ ხდება; ტენდერი 3 რაუნდიანი რევერსული აუქციონით, პრეტენდენტს საშუალება აქვს შეამციროს წინადადების ფასი აუქციონის 3 გარანტირებული რაუნდის განმავლობაში; ტენდერი 3 ძირითადი და 2 დამატებით რაუნდიანი რევერსული აუქციონით. პრეტენდენტს საშუალება აქვს შეამციროს წინადადების ფასი 3 გარანტირებული და 2 დამატებითი რაუნდის განმავლობაში. ერთ-ერთი პრეტენდენტის მიერ მე-3 რაუნდში ფასის შემცირების შემთხვევაში რევერსული აუქციონი გაგრძელდება მე-4 რაუნდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასრულდება 3 რაუნდით. ანალოგიურად, რომელიმე პრეტენდენტის მიერ მე-4 რაუნდში ფასის შემცირების შემთხვევაში აუქციონი გაგრძელდება მე-5 რაუნდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასრულდება 4 რაუნდით. შესყიდვის პროცესის დაწყებამდე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის, ფასისა და ატვირთული დოკუმენტაციის ანონიმურობას. წინადადების ფასი ხელმისაწვდომი ხდება შესყიდვის პროცედურის დაწყებისთანავე. პროცესის დასრულების შემდგომ პრეტენდენტების ვინაობა ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ტენდერში მონაწილეთათვის, ხოლო ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია რჩება ანონიმური. აუქციონის შემთხვევაში, პრეტენდენტს უფლება აქვს შეამციროს სატენდერო წინადადების ფასი, თითოეულ რაუნდში, წინასწარ განსაზღვრულ ბიჯზე არანაკლები ოდენობით. აუქციონში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამ შემთხვევაში ძალაში დარჩება მათ მიერ სისტემაში დაფიქსირებული ბოლო ფასი. აუქციონის თითოეულ რაუნდში, ფასის ცვლილებისათვის პრეტენდეტს ეძლევა 2 წუთი, გარკვეული რიგითობით. ამ დროის განმავლობაში პრეტენდეტს შეუძლია რამდენჯერმე შეცვალოს წინადადების ფასი: შეამციროს ბიჯზე არანაკლები ოდენობით, ან ცვლილების შემდეგ დააბრუნოს წინა რაუნდში დაფიქსირებულ თანხის ოდენობაზე. ბიჯი არის სატენდერო წინადადების ფასის კლების წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ოდენობა. აუქციონის დაწყებისას პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება სისტემაში დაფიქსირებული საწყისი ღირებულების შესაბამისად. კერძოდ, I რაუნდში ბოლო შემოთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადების საწყისი ღირებულება ყველაზე დაბალია, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში - კი ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი. თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, ბოლო შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც პირველმა დააფიქსირა ასეთი ფასი. აუქციონის დასრულების შემდგომ “აუქციონი დასრულებულია” - სტატუსის დროს პრეტენდენტების ვინაობა ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ტენდერში მონაწილეთათვის, ხოლო ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია რჩება ანონიმური და იწყება შერჩევა/შეფასების ეტაპი. პრეტენდენტი ვალდებულია აუქციონში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, წარ
კომპანია „მეტალ სერვისი” და მისი პროფესიონალი სპეციალისტების გუნდი 2009 წლიდან ახორციელებს ავტომობილების ბუნებრივ (CNG ) და თხევად (LPG) აირზე გადაყვანას უმაღლესი ხარისხის გაზის აპარატურით. კომპანიის პრიორიტეტი უსაფრთხოება, სანდოობა, მომხმარებლის კმაყოფილება, პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხია. თუ გსურთ მიიღოთ საუკეთესო ენდეთ კომპანიის მრავალწლიან გამოცდილებას და კვალიფიკაციას – ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით.
მისია : ხანდაზმულ ქალთა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობა მათი უფლებების დაცვის, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის, ხანდაზმულთა რესურსების მაქსიმალური გამოყენების და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით. მიზნები : ხანდაზმულ ქალთა უფლებების დაცვა და ინტერესების ლობირება საზოგადოებაში. სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ ქალთა პრობლემების წარმოჩენა, დახმარების ოპტიმალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ხანდაზმულ ქალთა აქტიური ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. სამიზნე ჯგუფი : ხანდაზმულები, უპირატესად მარტოხელა, უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ქალები.
ფინანსური აკადემია არის, შპს ფინანსური აკადემია, საიდენტიფიკაციო კოდი:445469859 ფინანსური აკადემია გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების, საგადასახადო კოდექსის ძირითადი საკითხების და კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა Oris-ის შესწავლას. სტაჟირება მიმდინარეობს FINANCIAL EXPERTS CORPORATION -ის ორგანიზაციების რეალურ საბუთებზე დაყრდნობით. თქვენი წარმატება ჩვენი გარანტიაა!
ბოლრუმი არის, შპს კავეა გალერეა, საიდენტიფიკაციო კოდი:404511925 Ballroom: ბოლრუმი - ბოულინგი, ბარი და რესტორანი ერთ სივრცეში. ბოულინგის 7 პროფესიონალური, ულტრათანამედროვე ბილიკი და კომფორტული გარემო ქალაქის გულში. სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი”, მე–5 სართ. რუსთაველის გამზ. 2/4, ტელ: +995 591 755 755