რესტორანი კოზლოვნა არის შპს კოზლოვნა საიდენტიფიკაციო კოდი:405143508 რესტორანი კოზლოვნა გთავაზობთ ნამდვილ ჩეხურ ჩამოსასხმელ ლუდს და უგემრიელეს სამზარეულოს. პირველად საქართველოში მუქი და გაუფილტრავი კოზლოვნა მხოლოდ ჩვენთან! რესტორანს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში კოსტავას 46/50 ნომერში.
ჩვენი კომპანია ძირითადად ფოკუსირდება მიწის ნაკვეთების და არასაცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვასა და გაქირავებაზე, უპირატესობას სწორედ ამ კატეგორიის ქონებებს ვანიჭებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დავინტერესდებით თქვენი საცხოვრებელი უძრავი ქონებით თუ ჩავთვლით, რომ მოთხოვილი ღირებულება ახლოსაა მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან. გამომდინარე აქედან ჩვენ მუდმივად გვაინტერესებს: მიწის ნაკვეთები კომერციული, სასაწყობე და საწარმოო ობიექტების ასაშენებლად. მიწის ნაკვეთები ბინათმშენებლობისთვის, განსაკუთრებით ძველ თბილისში და ცენტრალურ უბნებში. ადმინისტრაციული (საოფისე) შენობები საწარმოო შენობები სასტუმროები კომერციული ფართები ხანფრძლივი კონტრაქტებით გაქირავებული კომერციული ფართები საოფისე ფართები სასაწყობე ფართები ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ–ფოსტაზე toprealtorgeorgia@hotmail.com იმისთვის, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი, გთხოვთ თავიდანვე მიუთითოთ თქვენი ქონების ამონაწერის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული, წერტილებით გამოყოფილი საკადასტრო კოდი! ჩვენი რჩევაა, ფასის განსაზღვრისას დაასახელოთ ისეთი სასურველი ფასი, რომელიც თქვენთვის რეალურად მისაღებია და არა ე.წ. "გაბერილი სავაჭრო ფასი". სავაჭროდ დაიტოვეთ დაახლოებით 10 %. ეს გარკვეულწილად გაზრდის პოტენციურ მყიდველთა რაოდენობას და შეამცირებს რეალიზაციის დროს. გახსოვდეთ, რომ ყოველი ზედმეტად დადებული რამდენიმე ათასი დოლარი ამცირებს რეალური პოტენციური მყიდველების წრეს და ახანგრძლივებს ქონების რეალიზაციის პერიოდს. ხშირია შემთხვევა რომ მესაკუთრე თანახმაა გაყიდოს თავისი ქონება 70000–ად, მაგრამ რატომღაც იწყებს 100000–დან, თეორიულად მას უკვე დაკარგული ჰყავს პოტენციურ მყიდველთა გარკვეული რაოდენობა, ვინაიდან 70000–იანი ქონების მყიდველთა უმეტესობა მონაცემთა ბაზაში ძებნის დროს, ფასის ფილტრში არ შეიტანს 100000–ს, შესაბამისად ასეთი ობიექტი ვერ მოხვდება ძებნის შედეგებში. ჩვენი მომსახურების პირობები სტანდარტულია, გაქირავების შემთხვევაში საკომისიო შეადგენს ერთი თვის ქირის საფასურს, ქონების გაყიდვის შემთხვევაში საკომისიო შეადგენს საბოლოო ღირებულების 3% –5% – ს (პროცენტი წინასწარ განისაზღვრება საბროკერო ხელშეკრულების პირობებით). საბროკერო საკომისიოს იხდის მხოლოდ თანხის მიმღები, ანუ უძრავი ქონების მესაკუთრე. ჩვენში ხშირად შემოთავაზებული სქემა "მე ამდენი მინდა და რამდენიც გინდათ დაამატე" ჩვენთან ერთმნიშვნელოვნად არ მუშაობს!!! ვინაიდან მიუხედავად "მონიჭებული ფინანსური თავისუფლების მომხიბვლელობისა", ჩვენი პოლიტიკაა საკომისიო განსაზღვრული იყოს მყარად და არასდროს არ გავზარდოთ ქონების ღირებულება ხელოვნურად და ამით არ გავუხანგრძლივოთ მესაკუთრეს ქონების რეალიზაციის პერიოდი. ჩვენ ვაწარმოებთ გამჭვირვალე მოლაპარაკებებს მხარეებს შორის და ვიღებთ მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ კუთვნილ საკომისიოს გარიგების საბოლოო ფასიდან, თქვენთვის მისაღები უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით. ობიექტზე ინტენსიურ მუშაობას ვიწყებთ, მხოლოდ ქონების მესაკუთრესთან (ან მის იურიდიულად დადასტურებულ მინდობილ პირთან) საბროკერო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. გისურვებთ წარმატებულ გარიგებებს. საუკეთესო სურვილებით კომპანია "Top Realtor"
Best Point • ბესთ ფოინთი წარმოგიდგენთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებს საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, როგორიცაა : SAMSUNG, LG, ELECTROLUX, INDESIT, WHIRLPOOL, HOTPOINT-ARISTON, STINOL, VESTFROST, PHILIPS, PANASONIC, AEG, TCL,BLAUPUNKT,COLORVIEW ZANUSSI, HANSA, REDMOND, OZ, APPLE, XIAOMI, HONOR, LENOVO, ASUS ,HP, REALME, HISENSE, SIMFER, AUX, BRAUN, KENWOOD, ADLER, CAMRY, MESKO, ELIKOR, HUAWEI, ACER, MIDEA და სხვა. სწრაფი მიწოდება მთელ საქართველოში! ყველაზე დაბალი ფასები!
კომპანია “ჯიეს”_ი (Georgian Import Export Service) არის ქართული კომპანია, რომელსაც საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველია ამ ბაზარზე, რომელმაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ჩამოტანა ევროპის საუკეთესო მომწოდებლებისგან დაიწყო, რამაც გაამართლა ხარისხის მოლოდინი და ყველა ობიექტისთვის თუ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა პრემიუმ კლასის ბრენდების პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. საქართველოში ჩვენ ვამარაგებთ თითქმის ყველა 5 ვარსკვლავიან სასტუმროს და 600 - მდე კაფე - რესტორანს. ჩვენი ბრენდი საქართველოში პირველია ხარისხითა და ფასით. ჩვენი პროდუქტი კი მოიცავს როგორც ზღვის პროდუქტების ასორტიმენტს, ასევე სოუსებს, სანელებლებს, გაყინულ კარტოფილს, გაყინულ ხილსა და ბოსტნეულს, ღვინოს, იაპონური სამზარეულოს ინგრედიენტებს, იტალიაში დამზადებულ პროდუქტს, ხორცსა და სხვა მრავალ პროდუქციას. ჩვენს შესაძლებლობებში შედის ევროპიდან ნებისმიერი სახის პროდუქტის ჩამოტანა, რასაც მომხმარებელი ისურვებს. შეკვეთის შემთხვევაში ჩვენი ფირმა თქვენს მისამართზე მოიტანს მითითებულ პროდუქტს. თბილისის მასშტაბით გაკეთებული შეკვეთის თანხობრივი ოდენობა უნდა აღემატებოდეს 75 ლარს, მას კი ადგილზე უფასოდ მოგიტანთ ჩვენი კურიერი. ჩვენი საიტიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. დღის 12 საათამდე გამოგზავნილ შეკვეთას მიიღებთ იმავე დღეს, 12 საათის შემდეგ გამოგზავნილ შეკვეთას კი მომდევნო დღეს. www.gies.ge Georgian Import Export Service is a Georgian company founded in 2009. Our company is one of the first in this market to start delivering top quality products from Europe's top suppliers, which justified quality expectations and made premium quality brand products available to all facilities and customers. In Georgia we supply almost every 5 star hotel and about 600 cafes and restaurants. Our brand in Georgia is first in quality and price. Our product range includes seafood as well as sauces, spices, frozen potatoes, frozen fruits and vegetables, wine, Japanese cuisine ingredients, Italian-made products, meat and many more. Our capabilities include delivering any kind of product from Europe that the customer wants. When ordering, our company will bring the specified product to your address. The order quantity throughout Tbilisi should exceed 75 GEL and it will be delivered to our courier free of charge. From our site you can order the product you want. You will receive the order shipped until 12:00 on the same day, and the order shipped after 12:00 the next day. www.gies.ge
ნატა ბუაჩიძის სტუდია არის ხელოვნების და უცხო ენების სკოლა 4-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. სტუდიაში ყველა საგანი ისწავლება ინტერაქტიული მეთოდით და შემოქმედებითი მიდგომით: ხატვა ( ბავშვებისთვის, უფროსებისთვის)-მასწავლებლები: თამრიკო მელიქიშვილი, ნატა ბუაჩიძე, ბაია სიხარულიძე, გიორგი ლაღიძე ხატვა+მითოლოგია - (6-7 წლამდე ბავშვებისთვის) მასწავლებელი: თამრიკო მელიქიშვილი ხელოვნების ისტორია - (7-13 წლამდე ბავშვებისთვის) მასწავლებლები: თამრიკო მელიქიშვილი, რუსო მერაბიშვილი თანამედროვე ხელოვნების კურსი - (17-18 წლამდე ბავშვებისთვის, უფროსებისთვის, სტუდენტებისთვის) მასწავლებლები: თამუნა მელიქიშვილი, რუსო მერაბიშვილი წიგნის ილუსტრაცია (13-18 წლამდე ბავშვებისთვის) მასწავლებელი: თამუნა მელიქიშვილი ინგლისური- ყველა დონისთვის (beginners to advanced) და ასაკისთვის (6დან 18 წლამდე ბავშვებისთვის + უფროსები) მასწები: იენ ბერნსი, ლიზ კარლსონი, ემანუელ ემენიესიო, სარა დონაჰიუ) ინგლისური - ’ითამაშე და ისწავლე’ 4 დან 6 წლამდე ბავშვებისთვის (მასწ: ლიზ კარლსონი) ფოტოგრაფია - ასაკი 13-17 (მასწ: დათო ქორიძე) დიზაინი და კიდევ მეტი... - ასაკი 13-17 (მასწ: ბაია სიხარულიძე) ხატვა+ძერწვა - ასაკი 6-9 (მასწ: ბაია სიხარულიძე) ვძერწავთ შედევრებს! - ასაკი 9-11 (მასწ: თამრიკო მელიქიშვილი) აკადემიური ხატვა - ასაკი 13-17 (მასწ: თამრიკო მელიქიშვილი ) სწავლის უნარის განვითარება - ასაკი 5-14 (მასწ: ლელა მუჯირი) მხიარული მათემატიკა - ასაკი 6-12 (მასწ: გიტო ხუციშვილი) ჰიპ-ჰოპი - ასაკი 6-13 (მასწ: აარონ ჩარლზი) დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ალბომში: საგნები/ განრიგი/ ფასები
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 20 ისთ ფოინთი უილიამ რაილი (William J. Riley), რომესლაც ძალიან უყვარდა ყვავილები, ქონდა დიდი ბაღი,ყავდა ქათმები და მებაღე საიმონი მებაღე და ქათამი ერთმანეთთან მწყრალად იყვნენ – ქათამს ყვავილების ძიძგნა უყვარდა, საიმონი კი მას ცოცხით იგერიებდა. ერთ მშვენიერ დილით, უილიამ რაილი ეზოში გამართულ ბატალიებს ადევნებდა თვალს, იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ ახერხებდა მსუქანი შავი დედალი მებაღე საიმონისგან დასხლტომას და ასე სწრაფად სირბილს… რაილი გამომგონებელი იყო, ორთოპედულ ფეხსაცმელებს აწარმოებდა და გადაწყვიტა ქათმის გამოცდილება თავის საქმეში გამოეყენებინა – მან შექმნა ფეხსაცმლის საფენი (სუპინატორი), რომელიც ადამიანის ტერფს საშუალებას აძლევს სამ საყრდენ წერტილზე დადგეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ქათამი აკეთებს – ანუ იდეალური ბალანსი მონახოს. ამ მიგნებამ რაილის აღიარება მოუტანა და 1906 წელს 33 წლის ემიგრანტმა ინგლისიდან ქალაქ ბოსთონში დააფუძნა New Balance Arch Support Company. 1924 წელს რაილიმ გაყიდვების აგენტად ბიზნესმენი ართურ ჰოლი (Arthur Hall) დაიქირავა და ათი წლის შემდეგ შეიამხანაგა კიდეც. ჰოლი მიხვდა, რომ რაილის გამოგონებას მხოლოდ სამედიცინო (ბრტყელტერფიანობის მკურნალობის) მნიშვნელობა არ ჰქონდა და კომპანიის პროდუქციით იმ ადამიანების დაინტერესებას შეეცადა, ვისაც სამსახურის გამო ფეხზე დიდხანს დგომა უწევდა (მაღაზიის გამყიდვლები, პოლიციელები, ოფიციანტები, რესტორნის მზარეულები… და კიდევ ვინ აღარ). 1938 წელს რაილიმ და ჰოლმა ადგილობრივი სპორტული კლუბის დაკვეთით გამოუშვეს პირველი სპორტული ფეხსაცმელი მორბენლებისთვის. 2-ოდ წლის შემდეგ, New Balance-მა დაიწყო ფეხსაცმლის წარმოება სხვა სპორტსმენებისთვისაც (ბეისბოლისტებისთვის, კალათბურთელებისთვის, ჩოგბურთელებისთვის…) მიუხედავად იმისა, რომ New Balance-ის პროდუქცია არაჩვეულებრივად კომფორტული იყო , კომპანიის გაყიდვები არ იყო დიდი, რამდენადაც მხოლოდ სამედიცინო და პროფესიონალურ სპორტულ ბაზარზე იყო ორიენტირებული. “ახალი ბალანსის” ახალი კურსი 1954 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიას ართურ ჰოლის სიძე ფოლ ქიდი (Paul Kidd) ჩაუდგა სათავეში . ქიდის რებრენდინგის შემდეგ New Balance-მა თავისი პროდუქცია მოყვარულ სპორტსმენებს, სპორტით გატაცებულ და სრულიადაც არა-გატაცებულ ადამიანებსაც (ვინც, უბრალოდ, მოხერხებულ ფეხსაცმელს ეძებს) შეთავაზა. შესაბამისად შეიცვალა კომპანიის სახელწოდებაც და მას უკვე New Balance Athletic Shoe, Inc. ქვია. 1960 წელს ბაზარზე გამოდის Trackster – მსოფლიოში პირველი სპორტული ფეხსაცმელი (ჩვენებურად ბოტასი) ტალღოვან ძირზე. ის ბევრ ცნობილ ადამიანს ეცვა, მათ შორის აერობიკის მამას, ქენეთ ქუფერს, რომელმაც ბოსთონის მარათონი სწორედ Trackster-ებში გაირბინა. 70-იანებს კომპანიაში ახალი დიდი ცვლილებები მოაქვთ. 1972 წელს მას სათავეში ამჟამინდელი თავმჯდომარე, ბოსთონელი ბიზნესმენი ჯიმ დეივისი (Jim Davis) ჩაუდგა. მან შექმნა დილერების ქსელი, გახსნა საკუთარი მაღაზიები, გააფართოვა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი… ამასთან, შეეცადა კომპანიის თანამშრომლებში შეენარჩუნებინა ის მეგობრული სული და “ოჯახური” განწყობა, რაც New Balance-ს გამოარჩევდა იმ დროიდან, როდესაც ის ერთი პატარა წარმოება იყო. კვლავ უცველად დარჩა ინოვაციებისკენ სწრაფვა, რაც ასევე ყოველთვის გამოარჩევდა New Balance-ს. სწორედ დეივისის დროს გამოვიდა ბაზარზე М320 – მორიგი “ბოტასური” რევოლუცია Trackster-ის შემდეგ. ამ მოდელში რეზინის უხეში ენა ნეილონითაა ჩანაცვლებული, ხოლო ფეხსაცმლის უკანა მხარე ამაღლებულია, რათა უკეთ და უფრო მყარად დაიცვას ფეხი სახსართან. ამ სიახლეების წყალობით, New Balance M320-მა წლის საუკეთესო სპორტული ფეხსაცმლის ტიტული მოიპოვა ჟურნალ Runner’s World-ის ვერსიით. 1976 წელს ჯიმ დეივისი კომპანიის საზღვარგარეთულ ცხოვრებას იწყებს – პირველი ფილიალი დიდი ბრიტანეთში იხსნება… ბოტასების გარდა, New Balance სპორტულ ტანსაცმელსაც აწარმოებს, თუმცა ეს ბაზარი კომპანიისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სპორტულ ფეხსაცმელს, New Balance Athletic Shoe, Inc. ყოველწლიურად 50 მილიონ ცალს ყიდის და მე-4 ადგილს ინარჩუნებს მსოფლიოში ამასთან, New Balance ერთადერთია, რომლის ფაბრიკებიც სრულად არ გადაბარგებულა მე-3 სამყაროში და პროდუქციის ნაწილი კვლავ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში იკერება… თუმცა, სულ უფრო და უფრო ცოტა. კომპანიის საქველმოქმედო ფონდი New Balance Foundation ეხმარება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის იღწვიან. New Balance Athletic Shoe, Inc. თანამშრომლობს აშშ-ის წამყვან ორთოპედულ/სამედიცინო კლინიკებთან, როგორიცაა Boston Sports and Shoulder Center, Boston University Medical School, Georgetown University Orthopedic Residency, Brielle Orthopedics… Boston Globe: Jim Davis interview
Grand Hotel Luna has air-conditioned accommodations in Tbilisi City. 7.2 km from Tbilisi Zoo, the property is also 9.7 km away from Tbilisi Opera and Ballet Theatre. Rustaveli Theatre is 9.7 km from the property. The rooms in the hotel are equipped with a flat-screen TV with satellite channels. All rooms include a private bathroom with a hot tub, while certain rooms are equipped with a patio and others also offer city views. Guest rooms will provide guests with a fridge. A buffet breakfast is served at the property. Speaking English and Georgian, staff will be happy to provide guests with practical information on the area at the reception.
მიქს სთაილ არის, შპს შარმი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404969888 სილამაზის ცენტრი MIX STYLE ინოვაციური, ამბიციური და მრავალპროფილური ბრენდია, რომელიც 2012 წელს დაარსდა და რებრენდინგი განიცადა 2015 წელს. MIX STYLE გთავაზობთ სალონური სერვისების სრულ სპექტრს: სტილისტიკა, მანიკიურ-პედიკურინგი, სპა-ცენტრი, ყველა ტიპის მასაჟი (მათ შორის სამკურნალო), უახლესი, თანამედროვე სოლარიუმები (ERGOLINE),ავტორუჯი, კოსმეტოლოგია, ფრჩხილის დაგრძელება და მკურნალობა ამერიკული და ბრაზილიური მეთოდით, ფინური სამკურნალო საუნა, რძისა და ვარდის აბაზანები, თერმო და თალასო თერაპია, ვიზაჟი, საღამოს და სადღესასწაულო მაკიაჟი, ვარცხნილობები და ა.შ. ცენტრში გამოიყენება ევროპაში წამყვანი პროდუქცია: ORLY, STENDERS, L'Oréal Professionnel, MATRIX, ცენტრი გაგიწევთ პროფესიონალურ და მაღალხარისხიან მომსახურებას. უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები შეგიქმნიან კომფორტისა და სიმშვიდის განცდას. MIX STYLE - სილამაზე მრავალფეროვნებაშია.