Перейти к основному содержимому
High Five ABA
High Five ABA

ABA თერაპევტი (გამოცდილი)

თბილისიმედიცინა
Полная занятость1-2 годаСрочно

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

13 часов назад2 просмотра

Описание

 High Five International ABA Center აცხადებს ვაკანსიას: ABA თერაპევტი (გამოცდილი) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო | High Five International ABA Center


ჩვენ ვმუშაობთ აუტიზმის მქონე და განვითარების სხვა საჭიროებების მქონე ბავშვებთან; ვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებს და ვიცავთ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.

მოთხოვნები
  • ABA თერაპევტად მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
  • რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა.
  •  ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) პრინციპების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
  •  ინდივიდუალური ქცევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გამოცდილება.
  • მონაცემთა შეგროვებისა და ბავშვის უნარების განვითარების მონიტორინგის უნარი.
  • რთულ ქცევებთან მუშაობის უნარი თანამედროვე, ეთიკური მიდგომების გამოყენებით.
  • შესაბამისი განათლება და საერთაშორისო სერტიფიცირება (IBT, RBT, IBA) ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები
  •  ბავშვებთან ინდივიდუალური ABA სესიების ჩატარება.
  • კომუნიკაციური, სოციალური, სათამაშო და ადაპტური უნარების განვითარებაზე მიმართული პროგრამების განხორციელება.
  • ბავშვის პროგრესთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
  •  სუპერვიზიებსა და გუნდურ განხილვებში მონაწილეობა.
  •  ცენტრში მომუშავე სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
  • პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვა.

რას გთავაზობთ
  •  საათობრივი ანაზღაურება — 20 ლარიდან. კონკრეტული განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
  • სტაბილური დატვირთვა, სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობით.
  •  რეგულარული პროფესიული სუპერვიზია.
  •  დამატებითი ტრენინგები ცენტრის ხარჯზე.
  •  საერთაშორისო სერტიფიცირებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები.

როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ:
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი სამუშაო გამოცდილება და გავლილი ტრენინგები)მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

Похожие вакансии