Перейти к основному содержимому
XS სათამაშოები
XS სათამაშოები

ადმინისტრატორი

თბილისისაოფისე საქმე, ადმინისტრირება
Полная занятость1-2 года

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

15 часов назад10 просмотров

Описание

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Bild A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში,

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს
სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

ჩვენთან გელოდებათ:
  •  კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  •  კომფორტული სამუშაო გარემო;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:
  •  მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
  •  მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  •  მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება;
  •  სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა;
  •  პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი;
  •  გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება.

ძირითადი მოთხოვნები:
  •  ინგლისური ენის ცოდნა;
  •  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
  •  კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები).

პიროვნული მახასიათებლები:
  •  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი;
  •  მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი -
გრანდმოლი ბათუმი) სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!             

Похожие вакансии