Перейти к основному содержимому
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +

AML სპეციალისტი

თბილისი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 часа назад7 просмотров

Описание

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილსში - AML სპეციალისტის თანამდებობაზე

ფუნქცია-მოვალეობები
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის (AML/CFT) პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი
  • კლიენტების იდენტიფიკაციის (KYC) და სათანადო შემოწმების (CDD/EDD) პროცედურების შესრულება
  • საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა, ანალიზი და შიდა მოხსენებების (STR/SAR) მომზადება
  • ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემაში წარმოქმნილი შეტყობინებების (Alerts) გადამოწმება და დამუშავება
  • სანქციების სიებისა და პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) ბაზების შემოწმება
  • სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან/ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება კანონმდებლობის შესაბამისად
  • გარე და შიდა აუდიტისთვის საჭირო მასალების მომზადება
  • სების ექვსთვიან ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება სამართლის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე სფეროში
  • AML/CFT სფეროში მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია ფინანსურ სექტორში)
  • CAMS ან სხვა AML სერტიფიკატის ქონა უპირატესობად ჩაითვლება

სამართლებრივი ცოდნა
  • საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" – სიღრმისეული ცოდნა
  • ეროვნული ბანკის AML/CFT ნორმატიული აქტების ცოდნა
  • FATF რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა
  • სანქციების (OFAC, EU, UN) და PEP-ების მარეგულირებელი სტანდარტების ცოდნა

პრაქტიკული უნარები
  • ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემებთან (TMS) მუშაობის გამოცდილება
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება
  • MS Office – კარგი დონე (განსაკუთრებით Excel)
  • ALTA – B6 პროგრამაში მუაშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავების გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა

სამუშაო პირობები
  • ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა (სათავო ოფისი)
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • პროფესიული ტრენინგები და სერტიფიცირების მხარდაჭერა

ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://credits.selfrecruit.ge/s/FWbeC

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Требования

გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული

Похожие вакансии