
აქსის გრუპი
არქიტექტორი
თბილისი
Полная занятостьБез опыта
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
4 часа назад75 просмотров
Описание
დეველოპერული კომპანია „აქსისი“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე.
დეველოპერული კომპანიის პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: www.axis.ge და www.axistowers.ge
ძირითადი მოვალეობები
- სტადია პროექტის დამუშავება საქართველოში მოქმედი ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად
- მოცულობის სუფთა და ზუსტი 3D მოდელირება ArchiCAD-ში
- გეგმარებების მომზადება
- შესათანხმებელი ალბომის მომზადება
- მუშა დოკუმენტაციის მომზადება
- მომიჯნავე პროფესიონალებთან (კონსტრუქტორები, ინჟინრები, დიზაინერები, კონსულტანტები) კომუნიკაცია და კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
პოზიციის შესაძლებლობები
- მონაწილეობა მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებში
- პროფესიულ განვითარებას ინტეგრირებულ გუნდში
პროგრამული მოთხოვნები
აუცილებელი:
- ArchiCAD (მაღალ პროფესიულ დონეზე)
სასურველი:
- AutoCAD
- Adobe Creative Suite (Photoshop, Illustrator, InDesign)
პიროვნული თვისებები
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტური მართვა
- ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
- ინფორმაციის ანალიზის უნარი
განაცხადის წარდგენა
- დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ:
- რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
- პორტფოლიო PDF ფორმატში (არაუმეტეს 100 MB). პორტფოლიოში სასურველია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ტიპის ნამუშევარი:
- არქიტექტურული პროექტები
- რენდერები
- ნახაზები
- გრაფიკული დიზაინი, დიაგრამები და სხვა
მნიშვნელოვანია: თითოეულ ნამუშევარში მიუთითეთ თქვენი პირადი როლი და წვლილი პროექტში. ასე უკეთ შევაფასებთ თქვენი უნარების მრავალფეროვნებას.
გამოგზავნეთ მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურში მიუთითეთ: „არქიტექტორი – სახელი, გვარი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 ნოემბერი, 2026
Требования
ენები: ქართული
Похожие вакансии



₾1 200 - ₾1 500

