თბილისში ავტო-სერვისის სფეროში მოქმედი წამყვანი კომპანია ვეძებთ დამწყებ ავტო ხელოსნებს, რომლებიც მზად არიან შეუერთდნენ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. თუ გაქვთ გამოცდილება ავტომობილების დიაგნოსტიკასა და შეკეთებაში და გსურთ იყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.ძირითადი მოვალეობები
- ავტომობილების დიაგნოსტიკა და ტექნიკური მდგომარეობის შეფასება.
- ძრავის კომპონენტების შეცვლა:(რადიატორი,სტარტერი,დინამო და მსგავსი) კოლოფის, სამუხრუჭე სისტემისა და სხვა ძირითადი აგრეგატების შემოწმება და მომსახურება შესაძლებლობის შესაბამისად.
- ავტომობილის მექანიკური სისტემების დიაგნოსტირება
- პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება და გეგმიური ტექნიკური მომსახურება
- დეფექტების აღმოჩენა და შესაბამისი სარემონტო გადაწყვეტილებების მიღება
- კლიენტებთან კონსულტაცია ავტომობილის მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაციების მიწოდება
- სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
- ავტომობილის სერვისში მუშაობის სურვილი
- თანამედროვე დიაგნოსტიკური ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების შესწავლა
- პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
- მართვის მოწმობა აუცილებელია
უპირატესობები და ბენეფიტები
- სტაბილური და კონკურენტული ანაზღაურება
- თანამედროვე სამუშაო გარემო და ტექნიკური აღჭურვილობა
- პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა
- კორპორატიული ბონუსები და სოციალური პაკეტი